ენა სხეულის უნიკალური ნაწილია და მას თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ ორგანიზმის სარკე.
ენის ფერი შინაგანი ორგანოებისა თუ სხვადასხვა სისტემის ჯანმრთელობის მდგომარეობის მნიშვნელოვანი ინდიკატორია.
ენის ფერი და ჯანმრთელობა, განვიხილოთ დეტალურად:
- ვარდისფერი - ჯანმრთელობის და ორგანიზმის ნორმალური მდგომარეობის მანიშნებელია;
- წითელი - ორგანიზმში სიცხე ან ჰორმონული დისბალანსია;
- მოწითალო იისფერი - სხეულში ინფექციის ან ანთებითი პროცესის სიმპტომია;
- ფერმკრთალი ვარდისფერი - ვიტამინების დეფიციტი, სუსტი იმუნური სისტემა ან ენერგიის ნაკლებობა.
ნადების ფერი ენაზე და ჯანმრთელობის მდგომარეობა:
- სქელი ნადები - საჭმლის მონელებასთან დაკავშირებული პრობლემები, კუჭ-ნაწლავის გაღიზიანება;
- მოყვითალო ნადები - ინფექცია ორგანიზმში;
- ნაცრისფერი ან მოშავო ნადები - საჭმლის მომნელებელი სისტემის თუ სხვა რომელიმე ორგანოს პრობლემის სერიოზული ნიშანი;
- სქელი თეთრი ნადები - ორგანიზმში სისხლის მიმოქცევის ნორმალური პროცესი დარღვეულია ან ჩამოყალიბდა სოკოს ინფექცია.
წყარო:
https://leslieanthonydmd.com/what-your-tongue-says-about-your-health/