სკალპის ფსორიაზი - როგორ ამოვიცნოთ სიმპტომები?

სკალპის ფსორიაზი - როგორ ამოვიცნოთ სიმპტომები?

რა არის სკალპის ფსორიაზი?

ფსორიაზი არის ქრონიკული ანთებითი მდგომარეობა.

პროცესი შესაძლოა გამოვლინდეს როგორც კანზე, ისე ცალკეულ ორგანოთა სისტემაზე.

როგორც წესი, ყველაზე ხშირად ყალიბდება სკალპზე და შედეგად ადამიანს აწუხებს ქავილი, უჩნდება ამობურცული და ქერცლით დაფარული ნადები, ფოლაქი.

ფსორიაზის დროს შესაძლოა დაზიანდეს როგორც მთლიანი სკალპი, ისე ნადებით დაიფაროს ცალკეული არე. ფსორიაზი შესაძლოა გავრცელდეს ყურზე, კისერზე, შუბლზე.

დიაგნოზი ხშირია ზრდასრულებში, თუმცა არც ბავშვები არიან დაზღვეულები.

სკალპის ფსორიაზისთვის დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები:

  •  მშრალი, აქერცლილი კანი;
  •  ძლიერი ქავილი;
  •  წვის შეგრძნება ან სხვა ტიპის ტკივილი;
  •  დაზიანებულ არეში დროებითი თმის ცვენა.

ქავილის გამო ადამიანი სკალპს იფხანს და ეს თავის მხრივ მნიშვნელოვნად ზრდის ინფექციის თუ სისხლდენის განვითარების რისკს.

სკალპის ფსორიაზს ახასიათებს პერიოდული გამწვავება, თუმცა შესაბამისი მკურნალობის კურსით სიმპტომების კონტროლი შესაძლებელია.

წყარო:
https://www.medicalnewstoday.com/articles/314731#symptoms