სპლენომეგალია - რა სიმპტომები ჩნდება ელენთის  გადიდების დროს?

სპლენომეგალია - რა სიმპტომები ჩნდება ელენთის გადიდების დროს?

ელენთის გადიდებას სამედიცინო ენაზე სპლენომეგალია ეწოდება.

პათოლოგიური პროცესის გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს ინფექცია, ღვიძლის დაავადება და სხვა.

როგორც წესი, კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში, სპლენომეგალია უსიმპტომოდ მიმდინარეობს და დიაგნოზი, ძირითადად, სრულიად სხვა მიზეზით ჩატარებული კვლევისა თუ რუტინული გამოკვლევის დროს დგინდება.

გამომწვევი მიზეზის დასადგენად ინიშნება სისხლის ანალიზი და სხვა დიაგნოსტიკური კვლევები.

მკურნალობის კურსი ინდივიდუალურია და დამოკიდებულია გამომწვევ მიზეზზე - გადიდებული ელენთის ამოკვეთის საჭიროება ყოველთვის არ დგება, თუმცა ზოგჯერ ქირურგიული ჩარევა რეკომენდებულია.

როგორც უკვე მოგახსენეთ, ელენთის გადიდება არ იწვევს სპეციფიკურ სიმპტომებს.

თუმცა ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში სპლენომეგალია სიმპტომური მიმდინარეობით ხასიათდება და ამ დროს პაციენტს აწუხებს შემდეგი ნიშნები:

  •  ტკივილის თუ სისავსის შეგრძნება მუცლის ზედა მარცხენა არეში - დისკომფორტი შესაძლოა გავრცელდეს მარცხენა მკლავისკენ;
  •  სისავსის შეგრძნება მაშინაც კი თუ არ გიჭამიათ ან მცირე რაოდენობის საკვები მიირთვით;
  •  ანემია;
  •  ინფექციებით ხშირი ავადობა;
  •  სისხლდენა მარტივად ყალიბდება.

სპლენომეგალიის ჩამოყალიბების ხელშემწყობი ფაქტორებია:

  •  ვირუსული ინფექციები;
  •  ბაქტერიული ინფექციები;
  •  პარაზიტული ინფექციები;
  •  ციროზი და ღვიძლის სხვა პათოლოგიები;
  •  ანემია;
  •  სისხლის კიბო;
  •  მეტაბოლური დარღვევები;
  •  ავტოიმუნური მდგომარეობები.

წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/enlarged-spleen/symptoms-
causes/syc-20354326