როდის არის დაღლილობის შეგრძნება საშიში?

როდის არის დაღლილობის შეგრძნება საშიში?

როდის უნდა მივმართოთ ექიმს?

დროთა განმავლობაში ყველა ადამიანი იღლება და ზოგჯერ ამ დისკომფორტის მიზეზი ხანგრძლივი დროით მგზავრობაა ან წინა ღამით მეგობრების წვეულებაზე გართობა, შეიძლება სამსახურში გქონდათ ბევრი საქმე.

როგორც უკვე მოგახსენეთ, იშვიათად გამოვლენილი ეს შეგრძნება საშიში არაა და მალევე ქრება. თუმცა თუ ქრონიკულად უჩივით დაღლილობის შეგრძნებას, გირჩევთ მიმართოთ ექიმს და დაადგინოთ გამომწვევი მიზეზი.

დაუკავშირდით ექიმს თუ გეცნობათ შემდეგი ნიშნები:

  •  დაღლილობა გრძელდება რამდენიმე დღეა;
  •  გიჭირთ სამსახურში წასვლა ან არ გაქვთ ძალა შეასრულოთ ნორმალური, ყოველდღიური საქმიანობა;
  •  დაღლილობას ვერაფერს უკავშირებთ;
  •  ეს შეგრძნება უეცრად გაჩნდა;
  •  65 წელს გადაცილებული პირი ხართ;
  •  პარალელურად დაიკელით წონა.

სასწრაფოდ მიმართეთ კლინიკას თუ დაღლილობას თან ახლავს შემდეგი სიმპტომები:

  •  სუნთქვის უკმარისობა ან ტკივილი გულმკერდის, მკლავებისა თუ ზურგის არეში;
  •  სწრაფი ან არარეგულარული გულისცემა;
  •  თავის ტკივილი ან მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები;
  •  გულისრევა, ღებინება ან მუცლის ტკივილი;
  •  კუნთის სისუსტე.

წყარო:
https://my.clevelandclinic.org/health/symptoms/21206-fatigue