მხედველობაზე ზრუნვა აუცილებელია.
გარკვეული მეთოდების შემუშავებით თვალების ჯანმრთელობას გაუფრთხილდებით და მინიმუმამდე შეამცირებთ მხედველობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ პრობლემას.
რეკომენდებულია:
- ისარგებლეთ მზისგან დამცავი სათვალით;
- მიირთვით ჯანსაღი პროდუქტები. განსაკუთრებით სასარგებლოა სტაფილო, მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული, კვერცხი, თევზი;
- ივარჯიშეთ;
- ღამით უნდა გეძინოთ მშვიდად. რეკომენდებული დროით ძილი სასარგებლოა ყველა ორგანოსა და სისტემისთვის, შესაბამისად, აუცილებელი თვალებისთვის;
- თუ კომპიუტერთან მუშაობა გიწევთ, სასურველია ყოველ 20 წუთში თვალები ეკრანს მოარიდოთ და სხვა მხარეს გაიხედოთ, 20 წამის განმავლობაში დაისვენოთ;
- როგორი დაღლილიც არ უნდა იყოთ, ძილის წინ ყოველთვის მოიცილეთ მაკიაჟი;
- კონტაქტური ლინზები სუფთად შეინახეთ და ინფექციის რისკის შესამცირებლად ყოველთვის დაიბანეთ ხელები;
- უარი თქვით თამბაქოზე;
- თუ დიაბეტი გაქვთ, რეგულარულად შეიმოწმეთ სისხლში შაქრის დონე.
წყარო:
https://www.aarp.org/health/conditions-treatments/info-2021/protect-eyes.html