როგორ ამოვიცნოთ საშიში ხალები?

როგორ ამოვიცნოთ საშიში ხალები?

კანი ყველაზე დიდი ორგანოა და ვიზუალურად მასზე ცვლილებების შემჩნევა გაცილებით მარტივია.

თუ კანზე გაჩნდა ახალი წარმონაქმნი, რომელიც იზრდება ზომაში, იცვლის ფერს ან უბრალოდ გვაწუხებს, უნდა მივმართოთ ექიმს და დავადგინოთ ორგანიზმში ყველაფერი რიგზეა თუ არა.

დააკვირდით სტრუქტურულ ცვლილებებს და არ გადადოთ ექიმთან ვიზიტი!

საეჭვოა ხალი თუ მისი ვიზუალი შეიცვალა, კერძოდ:

  •  ხალი ასიმეტრიულია, მაგალითად, ერთი მხარე მეორესგან განსხვავდება;
  •  ხალის საზღვარი არარეგულარულია, აქვს ერთგვარი კბილანები თუ ბუსუსები, ბუნდოვანი საზღვარი;
  •  ხალს აქვს სხვადასხვა ფერი და მათ შორის ყავისფერი, შავი, წითელი, ვარდისფერი, თეთრი და ლურჯი შეფერილობა;
  •  ხალის დიამეტრი 6 მილიმეტრზე დიდია;
  •  ხალს ეცვლება ფერი, ზომა, ფორმა;
  •  ხალიდან შენიშნეთ სისხლდენა ან ხალმა გაიჩინა ფუფხი;
  •  ხალის არეზე გაჩნდა წყლული ან ეს მონაკვეთი იწვევს ქავილის შეგრძნებას.

წყარო:
https://health.clevelandclinic.org/how-to-spot-cancerous-moles/