შეშუპება თვალებქვეშ

შეშუპება თვალებქვეშ

რისი ბრალია შეშუპებული უპეები?

თვალებქვეშ შეშუპება, ძირითადად, კოსმეტიკური ხასიათის დისკომფორტია და იშვიათად ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემის სიმპტომი რომ იყოს. სახლის პირობებში გატარებული რიგი ღონისძიებები, როგორც წესი, მდგომარეობას მარტივად აუმჯობესებს.

თვალებქვეშ გაჩენილი ტომრები ასაკის მატების თანმხლები მდგომარეობაა. მოგეხსენებათ, დროთა განმავლობაში თვალების გარშემო მდებარე ქსოვილები თუ კუნთები სუსტდება, კანი კარგავს ელასტიკურობას და ეშვება, ცხიმოვანი ქსოვილი ქვედა ქუთუთოების მიდამოში ეშვება, რისი შედეგიც შესიებული/შეშუპებული იერია.

თვალებქვეშ შეშუპებისას შესაძლოა შენიშნოთ შემდეგი სიმპტომები:

  •  მსუბუქი შესიება;
  •  მოშვებული კანი;
  •  მუქი წრე თვალის გარშემო.

გამომწვევი მიზეზებია:

  •  ასაკი (ასაკის მატება);
  •  ორგანიზმში სითხის შეკავება;
  •  უძილობა;
  •  ალერგია;
  •  თამბაქო;
  •  გენეტიკური ფაქტორი;
  •  ჯანმრთელობის პრობლემა (დერმატიტი, დერმატომიოზიტი, თირკმლის დაავადება).

აუცილებლად მიმართეთ ექიმს თუ შეშუპების გამო გაჩნდა მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები, გაღიზიანება, თავის ტკივილი ან შესიებას თან ახლავს კანის გამონაყარი.

სხვა კლინიკურ შემთხვევებში, როგორც უკვე მოგახსენეთ, სანერვიულო არაფერია და შეშუპებული უპე მხოლოდ კოსმეტიკური დისკომფორტია.

წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/bags-under-eyes/symptoms-
causes/syc-20369927