გასწავლით რამდენიმე მარტივ მეთოდს, რომლის დახმარებითაც გაარკვევთ თუ როგორი ტიპის კანი გაქვთ.
კანი ორგანიზმის უდიდესი ორგანოა, შესაბამისად, არაერთი მნიშვნელოვანი და კომპლექსური ფუნქციით გამოირჩევა.
დერმატოლოგები განმარტავენ, რომ არსებობს კანის 4 ძირითადი ტიპი და ესენია: მშრალი, კომბინირებული, ნორმალური, ცხიმიანი. თითოეული კანის ტიპს თავისი ინდივიდუალური მახასიათებლები აქვს, შესაბამისად, თავისებურ მოვლას საჭიროებს. განვიხილოთ დეტალურად.
ცხიმიანი კანი
ჭარბი რაოდენობით გამომუშავებული ცხიმის ფონზე კანს აქვს პრიალა, ცხიმიანი, თითქოს გაზეთილი ეფექტი.
ცხიმიანი კანის მქონე პირებს გვიან უჩნდებათ ნაოჭები ან ნაოჭები მცირე დოზით აქვთ, თუმცა სხვებთან შედარებით ხშირად აწუხებთ აკნე, გამონაყარი, თეთრი ფერიმჭამელები, შავი წერტილები, გაფართოებული ფორები.
მშრალი კანი
თუ მშრალი ტიპის კანი გაქვთ, ორგანიზმი ნაკლები რაოდენობის ცხიმს გამოიმუშავებს.
ამ ტიპის კანი ადვილად იქერცლება, მარტივად კარგავს ელასტიკურობას. სარკეში ჩახედვისას გექმნებათ შთაბეჭდილება თითქოს სხეულს წყალი აკლია, კანი გამომშრალია.
მშრალი ტიპის კანზე მარტივად ჩნდება ნაოჭები, ხაზები. არასათანადო მოვლის პირობებში იზრდება კანის გაღიზიანების რისკი.
ნორმალური ტიპის კანი
კანი ნორმალური ტიპისაა, როდესაც სტრუქტურა არც მშრალია და არც ცხიმიანი, ანუ შეიმჩნევა ბალანსი.
ნორმალური ტიპის კანი თანაბარი შეფერილობისაა, გლუვია, მკვრივი, სუფთა, ზომიერი ფორებით.
ცხიმისა და ტენის შემცველობა იმდენად დაბალანსებულია, კანი იშვიათად ღიზიანდება.
კომბინირებული ტიპის კანი
ამ ტიპის დროს კანის ნაწილი მშრალია, ხოლო მეორე ნახევარი ცხიმიანი. როგორც წესი, კანი შუბლზე, ცხვირსა და ნიკაპზე ცხიმიანია, თუმცა სიმშრალე შეიგრძნობა ლოყების არეში.
ამ ტიპის კანის იერზე გავლენას ახდენს სხვადასხვა სეზონი, სტრესული ფაქტორები, ორგანიზმში ჰორმონების მაჩვენებელი.
წყარო:
https://www.cerave.com/skin-smarts/skincare-tips-advice/what-skin-type-do-i-
have