კრუპი - როგორ მკურნალობენ ზედა სასუნთქი გზების  ინფექციას?

კრუპი - როგორ მკურნალობენ ზედა სასუნთქი გზების ინფექციას?

კრუპი არის ზედა სასუნთქი გზების ინფექცია.

ვლინდება გაციებისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით - პაციენტს უჭირს სუნთქვა და აქვს უჩვეულო ხმიანობის ხველა (ერთგვარი მყეფარე ხმა ხველის დროს).

სიმპტომები ჩნდება ხორხის, ტრაქეას, ბრონქის შეშუპების გამო.

როგორც წესი, ამ ტიპის ინფექციით ავადობენ ბავშვები.

აუცილებლად დაუკავშირდით პედიატრს თუ ხველა და კრუპისთვის დამახასიათებელი სხვა სიმპტომები არის მწვავე, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუმჯობესდა 5 დღის შემდეგ ან ინფექცია არ იკურნება/არ ექვემდებარება სახლის პირობებში გატარებულ სამკურნალო ღონისძიებებს.

დიაგნოსტირებისთვის მოწოდებულია:
• პედიატრი დააკვირდება ბავშვის სუნთქვას;
• ექიმი სტეტოსკოპით მოისმენს ბავშვის გულმკერდს;
• მედიკოსი შეამოწმებს პაციენტის ყელს;
• ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში, სხვა შესაძლო დაავადების გამორიცხვის მიზნით, ინიშნება რენტგენოლოგიური კვლევა და სხვა ტესტები.

მკურნალობის მეთოდები

კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში კრუპი არ იწვევს სერიოზულ გართულებებს და სრულიად საკმარისია მკურნალობა სახლის პირობებში. გაითვალისწინეთ, სასურველია პატარა ადამიანს მაქსიმალურად კომფორტული გარემო შეუქმნათ და ბავშვი დაამშვიდოთ, რადგან ტირილის გამო სასუნთქი გზების ობსტრუქციის დონე კიდევ უფრო მწვავდება.

როდესაც სიმპტომები მწვავეა ან მდგომარეობა არ უმჯობესდება 5 დღეში, ექიმი
ნიშნავს მედიკამენტურ თერაპიას.

კრუპის მწვავე ფორმის მართვა კლინიკაში ჰოსპიტალიზირებას საჭიროებს.

წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/croup/diagnosis-treatment/drc-
20350354