თინეიჯერთა ასაკის დეპრესია - გამომწვევი მიზეზები და  რისკ-ფაქტორები

თინეიჯერთა ასაკის დეპრესია - გამომწვევი მიზეზები და რისკ-ფაქტორები

თინეიჯერთა ასაკის დეპრესია სერიოზული მენტალური პრობლემაა, რომელიც ვლინდება როგორც ემოციური, ისე ფიზიკური სიმპტომებით.

დარღვევა გავლენას ახდენს მოზარდის ფიქრის უნარზე, გრძნობებზე, ქცევაზე.

თინეიჯერთა ასაკის დეპრესიის ერთი კონკრეტული, ზუსტი გამომწვევი მიზეზი უცნობია, თუმცა პათოლოგიური პროცესის ჩამოყალიბებას ხელს უწყობს არაერთი ფაქტორი.

მაგალითად:

  •  გარკვეული პათოლოგიური ცვლილებები ტვინში;
  •  ჰორმონები;
  •  გენეტიკური წინასწარგანწყობა;
  •  ბავშვობაში გადატანილი ფიზიკური თუ ემოციური ტრავმა.

რისკ-ფაქტორებია:

  •  ნებისმიერი საკითხი, რომელიც აწუხებს მოზარდს და რაც უარყოფით გავლენას ახდენს თვითშეფასებაზე (მაგალითად, თინეიჯერს შესაძლოა არ მოსწონდეს საკუთარი წონა, არ ჰქონდეს კარგი ურთიერთობა თანატოლებთან, ვერ სწავლობდეს სკოლაში და სხვა);
  •  გახდა ძალადობის უშუალო მსხვერპლი ან თვითმხილველი;
  •  ანამნეზში სხვა ფსიქიკური პრობლემით ავადობა (ბიპოლარული აშლილობა, შფოთვა, ანორექსია, ბულიმია და სხვა);
  •  ანამნეზში ყურადღების დეფიციტის/ჰიპერაქტიურობის სინდრომი;
  •  ანამნეზში ქრონიკული დაავადება;
  •  ანამნეზში ქრონიკული ტკივილი და სხვა.

საყურადღებოა მოზარდის ოჯახური ანამნეზი, რადგან თინეიჯერთა დეპრესიის განვითარების რისკი მაღალია თუ სისხლით ნათესავს უკვე აქვს ეს დიაგნოზი.

გაითვალისწინეთ შემდეგი ფაქტორები:

  •  თინეიჯერს ჰყავს მშობელი, ბებია/ბაბუა ან სხვა სისხლით ნათესავი, რომელიც ავადობს ბიპოლარული აშლილობით, დეპრესიით ან ჭარბი დოზით მოიხმარს ალკოჰოლს;
  •  თინეიჯერს ჰყავდა ოჯახის წევრი, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა;
  •  გყავთ ოჯახის წევრი, რომელსაც ძალიან უჭირს გარშემომყოფებთან ურთიერთობა და კომუნიკაცია;
  •  გადაიტანეთ ძლიერი სტრესი (მშობლების განქორწინება, საყვარელი ადამიანის დაკარგვა და სხვა).

თუ შენიშნეთ, რომ მოზარდს დეპრესიისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აქვს, გთხოვთ, არ დაკარგოთ დრო და მიმართეთ ექიმს.

გახსოვდეთ, არანამკურნალებელი დეპრესიის ფონზე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მეტად მწვავდება, იზრდება არაერთი დაავადების ჩამოყალიბების რისკი, ქვეითდება ცხოვრების ხარისხი.

წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/teen-depression/symptoms-causes/syc-
20350985