რომელი დაავადების სიმპტომებია კუნთის სისუსტე და  სპეციფიკური გამონაყარი?

რომელი დაავადების სიმპტომებია კუნთის სისუსტე და სპეციფიკური გამონაყარი?

თუ უჩივით კუნთის სისუსტეს და შენიშნეთ სპეციფიკური გამონაყარი.

ამ ტიპის სიმპტომებს იწვევს იშვიათი ანთებითი დაავადება სახელწოდებით დერმატომიოზიტი.

ანთებითი პროცესი შესაძლოა ჩამოყალიბდეს როგორც ზრდასრულის, ისე ბავშვის ორგანიზმში. მამაკაცებთან შედარებით ამ დაავადებით ქალები უფრო ხშირად ავადობენ.

გაითვალისწინეთ, დერმატომიოზიტი არ იკურნება, თუმცა გარკვეული სამკურნალო მეთოდებით კანის სტრუქტურის მოწესრიგება და კუნთის ფუნქციის გაუმჯობესებაა შესაძლებელი.

თანამედროვე მედიცინისთვის დაავადების ჩამოყალიბების ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა ანთებით პათოლოგიას ბევრი საერთო აქვს ავტოიმუნურ დარღვევასთან და რასაკვირველია, გარკვეულ როლს თამაშობს როგორც გენეტიკური, ისე გარემო ფაქტორები.

დიაგნოსტირებისთვის მოწოდებულია:

  •  სისხლის ანალიზი;
  •  გულმკერდის რენტგენი;
  •  ელექტრომიოგრაფია;
  •  მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია;
  •  კანის ან კუნთის ბიოფსია.

მკურნალობის მეთოდები

როგორც უკვე მოგახსენეთ, დერმატომიოზიტის სრული განკურნება შეუძლებელია, შესაბამისად, მკურნალობის კურსი მოიცავს მხოლოდ სიმპტომების მართვას.

დიაგნოზის შემთხვევაში ინიშნება მედიკამენტური თერაპია, პაციენტს ეძლევა რეკომენდაცია, რომ გამონაყარის ალაგების მიზნით შეძლებისდაგვარად მოერიდოს მზეს.

კუნთის ფუნქციის გასაუმჯობესებლად ეფექტურია ფიზიოთერაპია - ფიზიკური აქტივობის დონეს ადგენს მკურნალი ექიმი.

თუ დაავადებამ დააზიანა მეტყველებისა და ყლაპვის უნარი, ექიმი გასწავლით რა გზით შეძლოთ კომუნიკაცია, როგორ მიიღოთ საკვები უსაფრთხოდ.

ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში საჭიროა ქირურგიული ჩარევა - ოპერაციით შესაძლებელია მტკივნეული კალციუმის დეპოზიტების მოცილება.

წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/dermatomyositis/diagnosis-
treatment/drc-20353192