დისთიმია არის დეპრესიის ქრონიკული ფორმა.
დეპრესიის ამ ფორმის გამო პაციენტი კარგავს ინტერესს ცხოვრების ნორმალური, ყოველდღიური აქტივობების მიმართ და მხიარულ გარემოში ყოფნის დროსაც კი უჭირს განწყობის გაუმჯობესება.
დისთიმიის დიაგნოზის ფონზე ადამიანს შეიძლება დაეუფლოს უიმედობა, ჩამოუყალიბდეს დაბალი თვითშეფასება. სიმპტომების სიმწვავიდან გამომდინარე, დისთიმია უარყოფით კვალს ტოვებს როგორც პირად, ისე საქმიან ურთიერთობებზე.
დეპრესიის ქრონიკული ფორმა ნიშნავს იმას, რომ ადამიანმა უნდა ისწავლოს ამ დაავადებასთან ერთად ცხოვრება, იცოდეს სიმპტომების მართვის მეთოდებზე და ამაში დაეხმარება ფსიქოთერაპია, მკურნალი ექიმის მიერ შემუშავებული მკურნალობის კურსი, შესაბამისი მედიკამენტები.
დეპრესიის სიმპტომების გამოვლენისთანავე უნდა მიმართოთ ექიმს, რადგან არანამკურნალებელ კლინიკურ შემთხვევებში მაღალია არაერთი გართულების განვითარების რისკი.
შესაძლო გართულებებია:
- ცხოვრების ხარისხის დაქვეითება;
- ძლიერი დეპრესია, შფოთვა, განწყობის სხვა აშლილობები;
- კონფლიქტი ოჯახში, დაძაბული ურთიერთობა გარშემომყოფებთან;
- პაციენტი ცუდად სწავლობს სკოლაში ან უჭირს სამსახურში დაკისრებული მოვალეობის შესრულება;
- ქრონიკული ტკივილი;
- სხვადასხვა დაავადებით ავადობა და სხვა.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/persistent-depressive-
disorder/symptoms-causes/syc-20350929