რა იწვევს საყლაპავის სპაზმს?

რა იწვევს საყლაპავის სპაზმს?

საყლაპავის სპაზმის გამომწვევი მიზეზები.

სპაზმი ხასიათდება მოულოდნელი, უეცარი ტკივილით გულმკერდის არეში - დისკომფორტი იმდენად მწვავეა ადამიანს ჰგონია გული სტკივა. სპაზმი გრძელდება რამდენიმე წუთიდან საათის განმავლობაში.

თანამედროვე მედიცინისთვის უცნობია თუ ზუსტად რა იწვევს სპაზმს.

მედიკოსები ფიქრობენ, რომ პროცესი დაკავშირებული უნდა იყოს იმ ნერვების პათოლოგიურ ფუნქციონირებასთან, რომელიც საკვებისა თუ სასმელის გადაყლაპვის პროცესში კუნთებს შეკუმშვისკენ მოუწოდებს.

ნორმალურ მდგომარეობაში ჯანმრთელი საყლაპავი ყოველგვარი პრობლემის გარეშე გზავნის საკვებს კუჭში და ამ პროცესში კოორდინირებულად იყენებს სხვადასხვა კუნთს. თუმცა სპაზმური ეპიზოდის დროს საყლაპავის კედლის კუნთებს სათანადოდ ფუნქციონირება უჭირთ, შესაბამისად, ფერხდება საკვების კუჭში გადასვლის პროცესი.

სამწუხაროდ, არც საყლაპავის სპაზმის რისკ-ფაქტორების შესახებაა ბევრი რამ ცნობილი.

წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/esophageal-spasms/symptoms-
causes/syc-20372250