რომელი დიაგნოსტიკური კვლევაა მოწოდებული გულის შუილის დასადგენად?
გულის შუილი არის ხმა, რომელიც წარმოიქმნება სისხლის ტურბულენტური დინების გამო გულში ან გულთან ახლოს.
კარდიოლოგი ამ ხმას იგებს სტეტოსკოპის საშუალებით.
გულის შუილი შესაძლოა იყოს თანდაყოლილი ან განვითარდეს დროთა განმავლობაში. ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში სრულიად უვნებელია, თუმცა ზოგჯერ საყურადღებო პათოლოგიის ფორმით მიმდინარეობს.
დიაგნოსტირება
გულის შუილის აღმოჩენა შესაძლებელია სხვა მიზეზით ჩატარებული ფიზიკური გამოკვლევის დროს.
ექიმი შეისწავლის თქვენს პირად და ოჯახის სამედიცინო ისტორიას.
როგორც უკვე მოგახსენეთ, ექიმი გამოიყენებს სტეტოსკოპს და შეისწავლის თუ რამდენად მაღალია ხმა, ვრცელდება თუ არა ზურგისკენ ან კისრისკენ, დაინტერესდება თუ როგორია შუილის დონე და რა ინტერვალით ისმის, ახდენს თუ არა შუილზე გავლენას სხეულის პოზის ცვლილება და ფიზიკური დატვირთვა.
დიაგნოსტირებისთვის შესაძლოა დაგენიშნოთ ექოკარდიოგრამა, გულმკერდის რენტგენი ან ელექტროკარდიოგრამა.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/heart-murmurs/diagnosis-
treatment/drc-20373175