გონორეა - პრევენციის მეთოდები

გონორეა - პრევენციის მეთოდები

გარკვეული მეთოდებით გონორეას განვითარების რისკის მინიმუმამდე შემცირებაა შესაძლებელი.

გონორეას ინფექციას იწვევს სქესობრივი გზით გადამდები ბაქტერია - პათოლოგიური პროცესი ვლინდება როგორც ქალებში, ისე მამაკაცებში.

როგორც წესი, ინფექცია ვნებს შარდსაწვეთს, სწორ ნაწლავს ან ყელს; ქალებში ზიანდება საშვილოსნოს ყელიც.

დაავადება ვრცელდება ვაგინალური, ორალური ან ანალური სექსით.

გონორეას რისკის შესამცირებლად რეკომენდებულია:

  •  ნებისმიერი ტიპის ინტიმური კავშირის შემთხვევაში გამოიყენეთ პრეზერვატივი;
  •  შეამცირეთ სქესობრივი პარტნიორების რიცხვი. უმჯობესია გყავდეთ ერთი სქესობრივი პარტნიორი და იქონიოთ უსაფრთხო ინტიმური კავშირი;
  •  აუცილებელია თქვენც და თქვენმა პარტნიორმაც ჩაიტაროთ ანალიზი და დარწმუნდეთ რომ არ ხართ ინფექციის მატარებელი;
  •  თუ პარტნიორს სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია აქვს, დაუშვებელია მასთან ინტიმური კონტაქტი;
  •  სასურველია რეგულარულად ჩაიტაროთ სკრინინგი გონორეაზე.

წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/gonorrhea/symptoms-causes/syc-
20351774