მაკიაჟით ძილი სახის კანისთვის ძალიან მავნებელია

მაკიაჟით ძილი სახის კანისთვის ძალიან მავნებელია

ყველა ქალმა იცის, რომ ძილის წინ მაკიაჟი უნდა მოიცილოს და კანი დაიტენიანოს.

თუმცა რიგი ფაქტორების გამო ზოგჯერ იმდენად დაღლილები ვართ, დღის მძიმე მაკიაჟს ბალიშსაც სიამოვნებით ვუნაწილებთ. თუმცა ეს ჩვევა ძალიან მავნებელია სახის კანისთვის და ნაადრევი ნაოჭების გაჩენის წინაპირობაცაა.

აი, რატომ არ შეიძლება მაკიაჟით ძილი:

  •  ქუჩაში, დღის განმავლობაში ჭუჭყი და სხვადასხვა ბინძური ნივთიერება მარტივად თავსდება კანზე, რასაც მაკიაჟი ემატება. წარმოიდგინეთ კანს ამ პირობებში უწევს ყოფნა დღისით და ღამითაც ვერ ახერხებს "სუნთქვას", რადგან ტონალური კრემის მოშორება ვერ მოახერხეთ. თუ მაკიაჟს ღამით დაიტოვებთ, კანი ვეღარ შეითვისებს ჟანგბადის საჭირო რაოდენობას. ამ მავნებელი ჩვევის საბოლოო შედეგი კანის გამოშრობა და გაღიზიანებაა;
  •  იზრდება თვალის ინფექციის განვითარების რისკი;
  •  ფართოვდება ფორები;
  •  მაღალია ტუჩების გამოშრობის რისკი;
  •  კანი იძენს არაჯანსაღ, გამოფიტულ იერს;
  •  ჩნდება ნაოჭები.

წყარო:
https://scrubzbody.com/never-sleep-with-makeup/