ფოტოს გადაღების დროს ვიზუალური მეხსიერება  უმჯობესდება

ფოტოს გადაღების დროს ვიზუალური მეხსიერება უმჯობესდება

გიყვართ ფოტოს გადაღება?

მობილურით თუ ფოტოაპარატით საინტერესო კადრების გადაღება და შემდეგ სოციალურ ქსელში ატვირთვა ბევრი ადამიანის საყვარელი ჰობია.

მეცნიერებმა ამ საკითხზე საინტერესო ექსპერიმენტის ჩატარება გადაწყვიტეს, კერძოდ, მუზეუმში მიიწვიეს მონაწილეები - ნაწილს ფოტოს გადაღების უფლება მისცეს, ხოლო დანარჩენებს არა.

იმ ჯგუფს, რომელსაც ფოტოს გადაღების უფლება ჰქონდა, უკეთესად ახსოვდა ვიზუალური საკითხები. მაგალითად, მათ არაერთი ობიექტის იდენტიფიცირება გაცილებით მარტივად შეძლეს.

აღმოჩნდა, რომ ფოტოს გადაღების პროცესში უმჯობესდება ვიზუალური მეხსიერება, თუმცა იგივეს ვერ ვიტყვით სმენით მეხსიერებაზე.

როგორც მეცნიერებმა განაცხადეს, ფოტოს გადაღების პროცესში დაქვეითდა სმენითი მეხსიერების დონე, მაგალითად, მათ თითქმის არ ახსოვდათ ან ძალიან ცუდად მოაგონდათ თუ რას ამბობდა აუდიო გიდი გამოფენაზე წარმოდგენილ
ექსპონატებზე. ეს ექსპერიმენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს მნიშვნელოვან საკითხს -

მეხსიერება ძალიან არის დაკავშირებული ყურადღების, კონცენტრაციის უნართან, ანუ კარგად გამახსოვრდებათ ის, რაც თქვენს ინტერესს იწვევს.

წყარო:
https://www.cambridgebrainsciences.com/more/articles/taking-pictures-can-help-you-
rememberbut-theres-a-catch