ყავა და ჯანმრთელობა

ყავა და ჯანმრთელობა

გიყვართ ყავა?

ყავა გემრიელი სასმელი და ბევრი ადამიანის დღის რეჟიმის განუყოფელი ნაწილია.

თუ ყავის მოყვარული ბრძანდებით, ეს სტატია ძალიან გაგახარებთ - მსოფლიოში მილიონობით ადამიანისთვის ძვირფასი სასმელი სასარგებლოა ორგანიზმისთვის (რასაკვირველია, უნდა მიიღოთ ადეკვატური დოზით და დღის შესაბამის დროს).

წარმოგიდგენთ ყავის სასარგებლო თვისებებს:

  •  ორგანიზმი გაცილებით ეფექტურად ამუშავებს შაქარს;
  •  ყავის მოყვარულებში დაბალია გულის უკმარისობის განვითარების რისკი;
  •  მცირდება პარკინსონის დაავადების განვითარების რისკი;
  •  ყავა ღვიძლს იცავს;
  •  როგორც სტატიაში ვკითხულობთ, ყოველი 23 ქალიდან ერთის ორგანიზმში მსხვილი ნაწლავის კიბო ყალიბდება. თუმცა მეცნიერები ადასტურებენ, რომ კოლორექტალური კიბოს განვითარების რისკი 26%-ით დაბალია იმ პირებში, ვისაც ყავა უყვართ;
  •  მცირდება ინსულტის რისკი.

წყარო:
https://www.hopkinsmedicine.org/health/wellness-and-prevention/9-reasons-why-the-
right-amount-of-coffee-is-good-for-you