10 დაავადება, რომლის ჩამოყალიბებასაც ხელს უწყობს  თამბაქოს მოხმარება

10 დაავადება, რომლის ჩამოყალიბებასაც ხელს უწყობს თამბაქოს მოხმარება

მოწევა მავნებელია ჯანმრთელობისთვის!

თამბაქოს მოხმარება უარყოფითად აისახება ორგანიზმზე. კვამლი და მასში შემავალი ქიმიური ნივთიერებები ძალიან ცუდ კვალს ტოვებს ყველა ორგანოსა და სისტემაზე.

წარმოგიდგენთ რამდენიმე დაავადებას, რომელსაც მოწევა იწვევს:

  •  ფილტვის კიბო (ასევე ნებისმიერი სხვა ორგანოს კიბო);
  •  ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება;
  •  გულის დაავადება;
  •  ინსულტი;
  •  ასთმა;
  •  რეპროდუქციულ სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები;
  •  თამბაქო საშიშია არა მხოლოდ ორსულისთვის, არამედ ნაყოფისთვისაც. ორსულობისას თუ მომავალი დედა ეწევა, დიდია რისკი ჩვილი ნაადრევად დაიბადოს, ჰქონდეს რეკომენდებულზე ნაკლები წონა, განუვითარდეს ჯანმრთელობის რიგი პრობლემები. სამწუხაროდ, შესაძლოა პატარა დაიღუპოს;
  •  დიაბეტი;
  •  უსინათლობა, კატარაქტა, ასაკობრივი მაკულარული დეგენერაცია;
  •  ე.წ. მეორეული ძირითადი კიბო (second primary cancer). ეს არის მეორე, არამონათესავე კიბო იმ ადამიანის ორგანიზმში, რომელსაც ადრე უკვე დაუსვეს სხვა ტიპის კიბოს დიაგნოზი. second primary cancer შესაძლოა გაჩნდეს იმავე ქსოვილსა თუ ორგანოში, სადაც ადრე უკვე იყო დაავადება (ანუ ამ ორგანოში უკვე იყო ჩამოყალიბებული კიბო) ან შესაძლებელია
  • განვითარდეს ორგანიზმის სხვა უბანში. ამ ტიპის კიბოს განვითარების რისკი მაღალია როგორც მწეველ ონკოლოგიურ პაციენტებში, ისე იმ პირებში, რომლებმაც დაავადება დაამარცხეს (Survivors - გადარჩენილები).

წყარო:
https://www.lung.org/research/sotc/by-the-numbers/10-worst-diseases-smoking-
causes