არ გამოგეპაროთ ინსულტისთვის დამახასიათებელი ნიშნები!
ინსულტი (თავის ტვინის ინფარქტი) თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლაა და ვითარდება მაშინ, როდესაც ტვინის ნაწილში სისხლის მიწოდების უნარი წყდება, მცირდება თუ ირღვევა, შესაბამისად, ტვინის ქსოვილი ვეღარ მარაგდება ჟანგბადითა და საჭირო მკვებავი ნივთიერებებით. ჯაჭვური რეაქციის ფონზე ტვინის უჯრედები რამდენიმე წუთში დაღუპვას იწყებს.
ინსულტი სასწრაფო გადაუდებელ დახმარებას საჭიროებს - ამ პათოლოგიის დროს ყოველი წამი გადამწყვეტია.
პაციენტი სასწრაფოდ უნდა მოთავსდეს კლინიკის გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტში, რადგან დროულად დაწყებული მკურნალობით მნიშვნელოვნად მცირდება ტვინის დაზიანებისა და სხვა ნებისმიერი შესაძლო გართულების რისკი.
ინსულტის 10 სიმპტომია:
- უეცარი დაბუჟება, მგრძნობელობის დაკარგვა სახის ან ხელების, ფეხების არეში. გავრცელებულია შემდეგი შეგრძნებაც - პაციენტის სხეულის ერთი მხარე სრულყოფილად ფუნქციონირებს, მაგრამ მეორე არე სრულიად დაბუჟებულია;
- დაბნეულობა;
- მეტყველების დარღვევა;
- უეცრად აღმოცენებული ძლიერი, მწვავე თავის ტკივილი;
- ბალანსის დაკარგვა;
- კოორდინაციის დაკარგვა;
- თავბრუსხვევა;
- მხედველობის გაუარესება (ერთ ან ორივე თვალში);
- პაციენტს უჭირს საუბარი, მისი სიტყვები ბუნდოვანი, გარემოსთან თუ დიალოგთან შეუსაბამო ან უწესრიგოა. პაციენტი ვერ ხვდება რას ეუბნებით, ვერ ახერხებს კონტაქტში შემოსვლას, კითხვებზე არ რეაგირებს;
- სისუსტე.
წყარო:
https://salmonhealth.com/blog/recognizing-stroke-signs/