პირად ჰიგიენაზე ზრუნვა აუცილებელია.
ხელებს უნდა იბანდეთ მინიმუმ 20-30 წამის განმავლობაში. რეკომენდებული დროის ეფექტურად განსაზღვრაში დაგეხმარებათ დაბადების დღის სიმღერის წაღიღინება, მაგალითად, ყველასთვის კარგად ნაცნობი მელოდია "რა ლამაზი დღეა"ორჯერ უნდა იმღეროთ; იგივე რეკომენდაცია ვრცელდება სადეზინფექციო სითხეზეც.
როდესაც ხელებს წყლითა და საპნით იბანთ, კიდურებიდან გშორდებათ სხვადასხვა მავნებელი ბაქტერია.
თუ ხელებს საპნით დაიბანთ მინიმუმამდე შეამცირებთ შემდეგი პათოლოგიების განვითარების რისკს:
- დიარეა;
- გრიპი, გაციება;
- კუჭ-ნაწლავის სხვადასხვა ტიპის დისკომფორტი, პრობლემები;
- A ჰეპატიტი;
- კონიუნქტივიტი;
- სალმონელოზი;
- ხელის, ფეხისა და პირის დაავადება;
- ციტომეგალოვირუსით ინფექცია;
- სტაფილოკოკი;
- ყელის სტრეპტოკოკული ანთება;
- ეშერიხია კოლი.
წყარო:
https://www.rd.com/article/diseases-washing-your-hands/