შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ფაქტია - ზოგჯერ ტვინს თავად, სრულიად დაუფიქრებლად ვნებთ.
ტვინი მეცნიერებს უსასრულო შესაძლებლობებით აკვირვებს. ერთ-ერთი სათუთი და მნიშვნელოვანი ორგანო, რომელიც წამში უამრავი ინფორმაციის გადამუშავებას ახერხებს, დღემდე შესწავლის ობიექტია.
მოგეხსენებათ, ყველაზე მავნებელი ჩვევა თამბაქოს მოხმარებაა. თამბაქო ძალიან საშიშია მთლიანი სხეულისთვის და სამწუხაროდ, მისი მავნე ზემოქმედება განსაკუთრებით უარყოფითად აისახება ტვინის ფუნქციებზე. თამბაქო აზიანებს
სისხლძარღვებს და იწვევს ქრონიკულ ანთებას, რაც თავის მხრივ არაერთი საშიში პათოლოგიის განვითარების წინაპირობას ქმნის. მაგალითად, ცნობილია, რომ დემენციის განვითარების რისკი ორჯერ მაღალია მწეველ პირებში.
რამდენიმე ჩვევა, რომელიც მავნებელია ტვინისთვის:
- უძილობა, ძილთან დაკავშირებული პრობლემები;
- ძალიან დიდ დროს ატარებთ მარტო;
- დღის დიდ მონაკვეთს უმოძრაოდ ატარებთ, არ გიყვართ აქტიური ცხოვრების წესი, ვერ იხსენებთ ბოლოს ფეხით დიდხანს როდის ისეირნეთ;
- ბევრს ჭამთ. დიახ, თუნდაც თქვენი რაციონი ჯანსაღი პროდუქტებით იყოს სავსე, გახსოვდეთ, ზედმეტი კალორია ტვინისთვის მავნებელია;
- ტვინს არ უყვარს სწრაფი კვების პროდუქტები, ტკბილი და გაზიანი სასმელები, ცხიმიანი კერძები (მაქსიმალურად შეზღუდეთ მსგავსი ტიპის საკვები);
- საყვარელი მუსიკის მოსმენა რელაქსაციის ერთ-ერთი ეფექტური მეთოდია, თუმცა ყურსასმენით სარგებლობისას უნდა გაუფრთხილდეთ როგორც ყურს, ისე ტვინს. არ მოუსმინოთ მუსიკას ხმამაღალ ხმაზე და დიდხანს ნუ ისარგებლებთ ყურსასმენით;
- დღის დიდ მონაკვეთს ატარებთ სივრცეში, სადაც სიბნელეა, ანუ სათანადოდ ვერ აღწევს მზის ბუნებრივი განათება;
- მუდმივად ნეგატიურ ინფორმაციაზე ფიქრობთ, ტვინს, ძირითადად, უარყოფითს აწვდით.
წყარო:
https://premierneurologycenter.com/blog/10-habits-that-can-hurt-your-brain/