რამდენიმე დაავადება, რომელიც არააქტიური ცხოვრების  წესის ფონზე ჩნდება

რამდენიმე დაავადება, რომელიც არააქტიური ცხოვრების წესის ფონზე ჩნდება

ამ დაავადებების რისკის შემცირება შეგიძლიათ და ამისთვის საჭიროა მხოლოდ ფიზიკური აქტიურობა.

ნებისმიერი ტიპის ვარჯიში, სუფთა ჰაერზე სეირნობაც კი, დადებითად აისახება როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.

როდესაც ადამიანის ცხოვრების სტილი არ არის აქტიური, ორგანიზმში შემდეგი პროცესი მიმდინარეობს:
• გაცილებით ნაკლები კალორია იწვება, შესაბამისად, ადამიანი სუქდება;
• სუსტდება კუნთი;
• ძვალი კარგავს სიმტკიცეს, აუცილებელ მინერალებს;
• ირღვევა, მნიშვნელოვნად ქვეითდება მეტაბოლიზმის ფუნქციონირების უნარი;
• იმუნური სისტემა ვეღარ იცავს ორგანიზმს, დასუსტებულ იმუნიტეტს უჭირს ბაქტერიებთან, ვირუსებთან ბრძოლა;
• სისხლის მიმოქცევის სისტემა სუსტია;
• ადამიანი გაცილებით ხშირად ავადობს ინფექციებით;
• პასიურ ორგანიზმში გაცილებით ინტენსიური და ხშირია ანთებითი პროცესი;
• ჩნდება ჰორმონული დისბალანსი.

არააქტიური ცხოვრების წესის ფონზე ყალიბდება ქრონიკული დაავადებები.

თუ რეგულარულად არ ვარჯიშობთ, იზრდება შემდეგი პათოლოგიების განვითარების რისკი:

  •  სიმსუქნე;
  •  გულის დაავადებები;
  •  მაღალი არტერიული წნევა;
  •  მაღალი ქოლესტეროლი;
  •  ინსულტი;
  •  მეტაბოლური სინდრომი;
  •  დიაბეტი ტიპი 2;
  •  ზოგიერთი ტიპის კიბო;
  •  ოსტეოპოროზი;
  •  დეპრესია, შფოთვა.

წყარო:
https://medlineplus.gov/healthrisksofaninactivelifestyle.html