რატომ არის მნიშვნელოვანი კლინიკური გამოკვლევა?
სისხლის საერთო ანალიზი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ლაბორატორიული კვლევაა.
აღნიშნული კვლევა სჭირდება ყველა დარგის სპეციალისტს - სწორად წაკითხული ანალიზის საფუძველზე ექიმი განსაზღვრავს შემდგომ ლაბორატორიულ კვლევებს და საბოლოოდ დასვამს დიაგნოზს.
სისხლის საერთო ანალიზში სხვადასხვა მაჩვენებლის (ერითროციტების, თრომბოციტების, ლეიკოციტების) გარკვეული ცვლილება ამა თუ იმ პათოლოგიაზე აზრის შექმნის საშუალებას იძლევა.
თითქმის ყველა ექიმის პრაქტიკაში არის პაციენტი, რომელმაც სრულიად სხვა მიზეზით ჩაიტარა ანალიზი და სწორედ ლაბორატორიული კვლევის შედეგით გამოვლინდა გაცილებით მძიმე დაავადება. შესაბამისად, სისხლის ანალიზი მოწოდებულია როგორც უკვე დიაგნოსტირებული დაავადების მონიტორინგისთვის, ისე რუტინული კვლევისთვის.
სისხლის ანალიზი ინიშნება შემდეგ კლინიკურ შემთხვევებში:
- თუ რამდენად ეფექტურად ფუნქციონირებს, მუშაობს თქვენი ორგანოები (ღვიძლი, გული, თირკმელი, ფარისებრი ჯირკვალი და სხვა);
- კიბოს, დიაბეტის, კორონარული დაავადებებისა და სხვა პათოლოგიების დიაგნოსტირებისთვის;
- იმის დასადგენად, შესამოწმებლად თუ რამდენად ეფექტურია დანიშნული მკურნალობის კურსი, მაგალითად, კონკრეტული წამალი აისახა თუ არა დადებითად ჯანმრთელობის მდგომარეობაზე;
- სისხლდენითი ან შედედების მქონე დაავადებების დიაგნოსტირების მიზნით;
- იმის გასარკვევად შეუძლია თუ არა თქვენს იმუნურ სისტემას ინფექციებთან სათანადოდ ბრძოლა;
- ანემიის გამოსავლენად;
- ჰემოგლობინის ვარიაციების გამოსავლენად;
- ქრონიკული დაავადებების მონიტორინგის მიზნით;
- სისხლის საერთო ანალიზით შესაძლებელია ჯანმრთელობის პრობლემის აღმოჩენა ადრეულ სტადიაზე.
წყარო:
https://www.hopkinsmedicine.org/health/treatment-tests-and-therapies/blood-test