როგორ მკურნალობენ ნაღვლის ბუშტის ანთებას?

როგორ მკურნალობენ ნაღვლის ბუშტის ანთებას?

რა უნდა იცოდეთ ქოლეცისტიტის დიაგნოსტირებისა და მკურნალობის მეთოდებზე?

ქოლეცისტიტი ნაღვლის ბუშტის ანთებაა.

დიაგნოსტირების მეთოდებია:
• სისხლის ანალიზი;
• ნაღვლის ბუშტის მდგომარეობის შეფასება კომპიუტერული ტომოგრაფიით, მუცლის ღრუს ულტრაბგერით ან ენდოსკოპიური
ულტრაბგერით. მკურნალობა

ქოლეცისტიტის მკურნალობისთვის მოწოდებულია დაკვირვება (პაციენტი იმყოფება კლინიკაში ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, კონტროლდება ნაღვლის ბუშტში ანთებითი პროცესი) ან ზოგჯერ საჭიროა ქირურგიული ჩარევა. კლინიკაში ექიმი დააკვირდება სიმპტომებსა და ნიშნებს.

მკურნალობის კურსი შეიძლება მოიცავდეს:
• ანთებითი ნაღვლის ბუშტის დაცხრობის, დამშვიდების მიზნით, გარკვეული პერიოდით პაციენტს ეზღუდება ჭამა და წყლის, სითხის მიღება;
• გაუწყლოების (დეჰიდრატაცია) თავიდან არიდების მიზნით, სითხე ორგანიზმში შევა გადასხმის გზით;
• ინფექციასთან საბრძოლველად ექიმი დაგინიშნავთ ანტიბიოტიკებს;
• ინიშნება ტკივილგამაყუჩებლები;
• კენჭების შემთხვევაში ტარდება შესაბამისი პროცედურა (კენჭების ამოკვეთა).

სავარაუდოდ, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდება და სიმპტომები ალაგდება 2 ან 3 დღეში.

თუმცა გაითვალისწინეთ, რომ კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში ნაღვლის ბუშტის ანთება ხელახლა ჩნდება.

ამ ფაქტის გათვალისწინებით ბევრ ადამიანს უტარდება ნაღვლის ბუშტის ამოკვეთის ოპერაცია, რომელსაც სამედიცინო ენაზე ქოლეცისტექტომია ეწოდება.

ქოლეცისტექტომია მინი ინვაზიური პროცედურაა, ტარდება ლაპაროსკოპიული მეთოდით.

წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/cholecystitis/diagnosis-treatment/drc-
20364895