ამ სიმპტომების შემთხვევაში მიმართეთ დერმატოლოგს

ამ სიმპტომების შემთხვევაში მიმართეთ დერმატოლოგს

როდის უნდა მივმართოთ დერმატოლოგს?

დერმატოლოგია მედიცინის დარგია, რომელიც შეისწავლის კანის ფიზიოლოგიურ ფუნქციას, სტრუქტურას, დაავადებებს.

დერმატოლოგი აწარმოებს კანის, თმის, ფრჩხილის დაავადებების დიაგნოსტირებას, მკურნალობას, პროფილაქტიკას.

დერმატოლოგია მჭიდროდ არის დაკავშირებული სხვა სამედიცინო დისციპლინებთან (ვენეროლოგია, ალერგოლოგია, ენდოკრინოლოგია და სხვა).

ხშირად ადამიანმა არ იცის დერმატოლოგის კონსულტაცია რომ სჭირდება, რადგან ზოგიერთი დერმატოლოგიური დაავადება იმდენად მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს შეიძლება ვერც კი შეამჩნიოს. სწორედ ამიტომ კანის მდგომარეობის რეგულარული შემოწმება საუკეთესო გამოსავალია.

რეკომენდებულია მიმართოთ დერმატოლოგს თუ შენიშნეთ შემდეგი სიმპტომები:

  •  მწვავე აკნე;
  •  ანთება - შეშუპებული, წითელი კანი, რომელიც იწვევს ქავილს;
  •  მშრალი კანი;
  •  ხალის ან წანაზარდის ზომა, ფერი, ფორმა შეიცვალა;
  •  თმის ცვენა ჭარბი რაოდენობით;
  •  ვარიკოზი;
  •  ნაწიბური, ნაიარევი;
  •  კანის ან ფრჩხილის ინფექცია;
  •  ნებისმიერი უჩვეულო, საეჭვო სიმპტომი კანზე.

წყარო:
https://bialife.com/tips/when-to-see-a-dermatologist/