სოკოვანი ინფექცია, რომლის გამოც პაციენტს აქვს სიცხე,  ახველებს და უჩივის დაღლილობას

სოკოვანი ინფექცია, რომლის გამოც პაციენტს აქვს სიცხე, ახველებს და უჩივის დაღლილობას

რა არის კოკციდიომიკოზი?

კოკციდიომიკოზი არის ორგანიზმი, რომელიც იწვევს სოკოვან ინფექციას (Valley Fever). ინფექციის დროს პაციენტს აქვს სიცხე, უჩივის დაღლილობას, ახველებს.

ცნობისათვის, ამ ტიპის სოკო ბინადრობს ნიადაგში და სხვადასხვა გზით (სოფლის მეურნეობა, ქარი, მშენებლობა) იფანტება ჰაერში. სავსებით შესაძლებელია ადამიანმა ჰაერში გაფანტული სოკო ჩაისუნთქოს, შესაბამისად, ინფექცია ფილტვში გავრცელდეს.

სოკოვანი ინფექციის ფონზე მნიშვნელოვნად იზრდება მწვავე კოკციდიომიკოზის ჩამოყალიბების რისკი.

კოკციდიომიკოზის მსუბუქი მიმდინარეობის დროს სპეციფიკური მკურნალობის საჭიროება არ დგება, მდგომარეობა უმჯობესდება თავისით. მწვავე კლინიკურ შემთხვევებში მოწოდებულია ანტიფუნგალური (სოკოს საწინააღმდეგო) მედიკამენტებით მკურნალობა.

როდის მივმართოთ ექიმს?

სიმპტომების გამოვლენისას, ნებისმიერი შესაძლო გართულების პრევენციის მიზნით, გირჩევთ მიმართოთ ექიმს (და განსაკუთრებით შემდეგი მდგომარეობის დროს):

  •  ხართ 60 წელს გადაცილებული;
  •  ხართ ორსულად;
  •  გაქვთ სუსტი იმუნური სისტემა.

თუ უკვე გამოგივლინდათ საეჭვო სიმპტომები აუცილებელია თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეაფასოს ექიმმა და განსაკუთრებით შემდეგი შემთხვევების გათვალისწინებით:

  •  ცხოვრობთ ან მოგზაურობდით ისეთ ადგილზე, სადაც გავრცელებულია აღნიშნული დაავადება;
  •  სიმპტომები არ ალაგდა, მდგომარეობა არ გაუმჯობესდა.

სიმპტომები

ნიშნები და სიმპტომები ჩნდება ინფექციის შეჭრიდან 1-3 კვირაში და გრიპის სიმპტომატიკის მსგავსია.

სიმპტომები შეიძლება იყოს როგორც მსუბუქი, ისე მწვავე, მაგალითად:

  •  სიცხე;
  •  ხველება;
  •  დაღლილობა;
  •  სუნთქვის უკმარისობა;
  •  თავის ტკივილი;
  •  კანკალი;
  •  ღამის ოფლიანობა;
  •  სახსრებისა და კუნთების ტკივილი;
  •  წითელი, ლაქების მსგავსი გამონაყარი.

წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/valley-fever/symptoms-
causes/syc-20378761