პირველადი სანაღვლე ციროზი - თუ უჩივით დაღლილობას ან კანის ქავილს აუცილებლად დაადგინეთ მიზეზი

პირველადი სანაღვლე ციროზი - თუ უჩივით დაღლილობას ან კანის ქავილს აუცილებლად დაადგინეთ მიზეზი

რა არის პირველადი სანაღვლე ციროზი?

პირველადი სანაღვლე ციროზი არის ქრონიკული დაავადება, რომლის დროსაც ღვიძლში მდებარე ნაღვლის სადინარი ნელა, თანდათან ნადგურდება.

ნაღველი წარმოადგენს სითხეს, რომელიც ღვიძლში წარმოიქმნება. ნაღველი მონაწილეობს საჭმლის სათანადოდ მონელების პროცესში და ორგანიზმს ეხმარება გარკვეული ვიტამინების ათვისებაში. ამასთან, ამ სითხის მეშვეობით, ორგანიზმიდან იდევნება ქოლესტეროლი, ტოქსინები.

ღვიძლის ქრონიკული ანთების ფონზე მნიშვნელოვნად იზრდება ნაღვლის სადინარის დაზიანების, ციროზისა და ღვიძლის უკმარისობის რისკი.

ექიმები თვლიან, რომ იგი ავტოიმუნური დაავადებაა, ანუ მდგომარეობა, როდესაც ორგანიზმის იმუნური სისტემა შეცდომით თავს ესხმის ჯანსაღ უჯრედებსა და ქსოვილს.

მეცნიერთა აზრით, დაავადების ჩამოყალიბებაში მონაწილეობს როგორც გენეტიკური, ისე გარემო ფაქტორები.

ამ ეტაპისთვის პირველადი სანაღვლე ციროზის სრული განკურნების მეთოდი უცნობია, თუმცა მედიკამენტური თერაპიით შესაძლებელია ღვიძლის დაზიანების პროცესის შენელება.

სიმპტომები

რაოდენ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს დიაგნოსტირების დროს პაციენტთა ნახევარს არ აწუხებს რამე კონკრეტული სიმპტომი, ანუ ადამიანმა არც კი იცის დაავადების მატარებელი რომ არის. ორგანიზმში დაავადების არსებობა დასტურდება სრულიად შემთხვევით, სხვა მიზეზით ჩატარებული რუტინული კვლევის დროს (მაგალითად, სისხლის ანალიზი).

ადრეული სიმპტომებია:

  •  დაღლილობა;
  •  კანის ქავილი.

მოგვიანებით ჩნდება შემდეგი სიმპტომები:

  •  პირის ღრუსა და თვალების სიმშრალე;
  •  ტკივილი მუცლის ზედა მარჯვენა არეში;
  •  ელენთის შეშუპება;
  •  ძვლის, კუნთის ან სახსრის ტკივილი;
  •  მუხლის და ტერფის შეშუპება;
  •  მუცლის წყალმანკი;
  •  ცხიმოვანი დეპოზიტები კანზე;
  •  სიყვითლე;
  •  კანის ფერის გამუქება (არ არის დაკავშირებული მზესთან, რუჯთან);
  •  სუსტი და მტვრევადი ძვალი;
  •  მაღალი ქოლესტეროლი;
  •  დიარეა ცხიმოვანი განავლით;
  •  ჰიპოთიროიდიზმი;
  •  წონის კლება.

პირველადი სანაღვლე ციროზით, ძირითადად, ავადობენ 30-დან 60 წლამდე ასაკის პირები.

პირველადი სანაღვლე ციროზი უფრო მეტად გავრცელებულია ქალებში.

წყარო:

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/primary-biliary-
cholangitis/symptoms-causes/syc-20376874