კრუპი - სუნთქვის გაძნელება და უჩვეულო ხმიანობის  ხველა ბავშვებში

კრუპი - სუნთქვის გაძნელება და უჩვეულო ხმიანობის ხველა ბავშვებში

რა არის კრუპი?

კრუპი ზედა სასუნთქი გზების ინფექციაა, რომლის გამოც პაციენტს უჭირს სუნთქვა და აქვს უჩვეულო ხმიანობის ხველა (თითქოს მყეფარე ხმა ხველის დროს).

ხველა და კრუპისთვის დამახასიათებელი სხვა სიმპტომები ყალიბდება ხორხის, ტრაქეას, ბრონქის შეშუპების გამო.

როგორც წესი, დიაგნოზი ხშირია ბავშვებში.

კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში კრუპი არ იწვევს სერიოზულ გართულებებს და ეფექტურად ექვემდებარება სახლის პირობებში ჩატარებულ მკურნალობის კურსს.

სიმპტომები
კრუპი ვლინდება როგორც ტიპიური გაციება, პაციენტს უვლინდება გაციებისთვის დამახასიათებელი სიმპტომატიკა. სიმპტომები მწვავდება ღამით - ნიშნები ლაგდება 3-დან 5 დღეში.

კრუპის სიმპტომებია:

  •  ისეთი შეგრძნება გაქვთ თითქოს ხველის დროს ადამიანს ყელიდან ყეფის ხმა ამოსდიოდეს (ხველა ძლიერდება შფოთვის, გაღიზიანების, ტირილის ფონზე);
  •  სიცხე;
  •  ხრინწიანი ხმა;
  •  გართულებული ან ხმაურიანი სუნთქვა.

როდის მივმართოთ ექიმს?
აუცილებლად დაუკავშირდით პედიატრს თუ სიმპტომები არის მწვავე, 5 დღის შემდეგაც არ გაუმჯობესდა მდგომარეობა ან ინფექცია არ იკურნება სახლის პირობებში გატარებული სამკურნალო ღონისძიებების მიუხედავად.

გამოიძახეთ გადაუდებელი სასწრაფო დახმარება შემდეგი სიმპტომების დროს:
• ჩასუნთქვის და ამოსუნთქვის დროს ხმამაღალი სუნთქვა;
• მშვიდ მდგომარეობაშიც კი ბავშვი სუნთქვის დროს გამოსცემს უჩვეულო ხმას;
• ყლაპვის გაძნელება;
• შფოთვა, გაღიზიანება ან პირიქით, მოთენთილობა, დაღლილობა, სრული პასიურობა;
• პატარა ადამიანი უჩვეულოდ სწრაფად სუნთქავს;
• სუნთქვის დროს ძალდატანება სჭირდება;
• ცხვირის და პირის გარშემო მდებარე კანზე ან ფრჩხილებზე შენიშნეთ მოლურჯო შეფერილობა.

გამომწვევი მიზეზი

კრუპი ყალიბდება ვირუსული ინფექციის გამო. როგორც წესი, დიაგნოზი გავრცელებულია 6 თვიდან 3 წლამდე ასაკის პატარებში.

წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/croup/symptoms-causes/syc-
20350348