რა არის ორსულთა ქოლესტაზი?
ეს არის ღვიძლის მდგომარეობა, რომელიც ორსულობის გვიან ეტაპზე ჩნდება.
დიაგნოზის დროს ორსულს აწუხებს ძლიერი ქავილი, თუმცა არ აქვს გამონაყარი.
ქავილი, ძირითადად, ჩნდება ხელებსა და ფეხებზე, თუმცა შესაძლოა განვითარდეს სხეულის სხვა არეშიც.
პოტენციური გართულებების პრევენციის მიზნით, სავსებით მოსალოდნელია მეან-გინეკოლოგმა საჭიროდ ჩათვალოს ადრეული მშობიარობა.
სიმპტომები
ორსულთა ქოლესტაზის ძირითადი სიმპტომია ძლიერი ქავილის გრძნობა. არ ჩნდება გამონაყარი - ორსული ქავილს უჩივის ხელისგულზე ან ფეხისგულზე (თუმცა ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში ქავილი შეიგრძნობა სხეულის სხვადასხვა არეშიც).
როგორც წესი, ქავილი მწვავდება ღამით და იმდენად შემაწუხებელია ქალს მშვიდად დაძინება უჭირს.
ორსულთა ქოლესტაზისთვის დამახასიათებელი ქავილი ჩნდება მესამე ტრიმესტრში; დისკომფორტი ქრება მშობიარობიდან რამდენიმე დღეში.
სხვა ნაკლებად გავრცელებული სიმპტომებია:
- სიყვითლე;
- გულისრევა;
- უმადობა.
გამომწვევი მიზეზი
ორსულთა ქოლესტაზის ზუსტი გამომწვევი მიზეზი უცნობია, თუმცა პროცესის ჩამოყალიბებაში გარკვეულ როლს თამაშობს გენეტიკური ფაქტორი, ჰორმონები.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/cholestasis-of-pregnancy/symptoms-
causes/syc-20363257