კონიუნქტივიტი ცნობილია ვარდისფერი თვალის სახელწოდებითაც.
იგი თვალის შემაერთებელქსოვილოვანი გარსის (კონიუნქტივა) ინფექცია, ანთებაა.
ანთებითი პროცესის დროს თვალის თეთრი ნაწილი წითელ ან ვარდისფერ შეფერილობას იღებს. დიახ, პაციენტს შეიძლება აწუხებდეს გაღიზიანება და დისკომფორტი, თუმცა ინფექცია იშვიათად არის საშიში, ანუ კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში არ ზიანდება მხედველობა.
დიაგნოსტირება
როგორც წესი, დიაგნოსტირებისთვის სრულიად საკმარისია ვიზუალური დათვალიერება, სიმპტომების ჩანიშვნა, პაციენტის ჯანმრთელობის ისტორიის შეფასება.
ძალიან იშვიათ შემთხვევებში ექიმი საჭიროდ მიიჩნევს თვალიდან გამონადენი სითხის ლაბორატორიულ შემოწმებას - აღნიშნული ანალიზი საჭიროა მაშინ, როდესაც კონიუნქტივიტის ინფექცია მიმდინარეობს მწვავე სიმპტომებით ან ეჭვია სახიფათო რისკ-ფაქტორებზე (უცხო სხეული თვალში, ბაქტერიული ინფექცია, სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია).
მკურნალობა
ვარდისფერი თვალის მკურნალობის კურსი, ძირითადად, ფოკუსირებულია სიმპტომების შემსუბუქებაზე.
ექიმმა შესაძლოა დაგინიშნოთ ხელოვნური ცრემლი, ქუთუთოს მოსუფთავება სველი ქსოვილით, დღის განმავლობაში რამდენჯერმე ცივი სახვევის დადება.
თუ კონტაქტურ ლინზებს იყენებთ, რეკომენდებულია დროებით არ ისარგებლოთ (დაელოდეთ მკურნალობის დასრულებას).
კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში არ დგება თვალის ანტიბიოტიკური წვეთებით მკურნალობის საჭიროება.
ვირუსული კონიუნქტივიტის დროს ინფექცია ჯერ ერთ თვალზე ყალიბდება და რამდენიმე დღეში ანთებითი პროცესი მეორე თვალზეც ვრცელდება. სიმპტომები თავისით ალაგდება, დროა საჭირო.
ჰერპეს ვირუსით გამოწვეული ვირუსული კონიუნქტივიტის მკურნალობა ეფექტურია ანტივირუსული მედიკამენტებით.
თუ გაღიზიანება ალერგიული კონიუნქტივიტითაა განპირობებული ინიშნება ის თვალის წვეთები, რომელიც განკუთვნილია ალერგიული პირებისთვის.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/pink-eye/diagnosis-
treatment/drc-20376360