ენტეროცელე - წვრილი ნაწლავის პროლაფსის გამომწვევი  მიზეზები

ენტეროცელე - წვრილი ნაწლავის პროლაფსის გამომწვევი მიზეზები

რა არის ენტეროცელე?

წვრილი ნაწლავის პროლაფსს ენტეროცელე ეწოდება.

პათოლოგიური პროცესი ყალიბდება მაშინ, როდესაც წვრილი ნაწლავი მცირე მენჯის ღრუში ჩადის, ვაგინის ზედა ნაწილს აწვება და წარმოქმნის ამობურცულობას.

მშობიარობის, ასაკის მატებისა და სხვა პროცესების გამო წნევა აწვება მენჯის ფუძეს, ასუსტებს კუნთებსა თუ იოგებს.

ენტეროცელეს სიმპტომებია:

  •  ერთგვარი ჩამოქაჩვის შეგრძნება მენჯის ღრუში (დისკომფორტი მსუბუქდება თუ წვებით);
  •  სისავსის, წნევის, ტკივილის შეგრძნება მენჯის არეში;
  •  წელის ტკივილი (ტკივილი მსუბუქდება დაწოლის დროს);
  •  ვაგინაში რბილი ქსოვილის ამობურცულობა;
  •  დისკომფორტი ვაგინაში და ტკივილი ინტიმური კავშირის დროს. აღსანიშნავია, რომ წვრილი ნაწლავის პროლაფსის მქონე ბევრ ქალს ასევე აქვს სხვა ორგანოების (სწორი ნაწლავი, საშვილოსნო, შარდის ბუშტი) პროლაფსიც.

ენტეროცელე ყალიბდება შემდეგი მიზეზების გამო:

  •  ორსულობა და მშობიარობა;
  •  ქრონიკული შეკრულობა, ჭინთვა კუჭის მოქმედების დროს;
  •  ქრონიკული ხველა ან ბრონქიტი;
  •  ხშირად გიწევთ მძიმე ნივთების აწევა;
  •  სიმსუქნე ან ჭარბი წონა.

წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/enterocele/symptoms-
causes/syc-20377661