რა არის ებშტეინის ანომალია?
ებშტეინის ანომალია არის გულის იშვიათი დარღვევა, რომელიც თანდაყოლილია, ანუ ჩვილს უკვე აქვს დაბადებისას. ამ დარღვევის დროს მარჯვენა წინაგულის პარკუჭის სარქველი არასწორ პოზიციაზეა და შესაბამისად, სათანადოდ ვერ ფუნქციონირებს. როდესაც სარქველში სისხლი იჟონება, მცირდება გულის მუშაობის ეფექტურობა. ებშტეინის ანომალია ასევე იწვევს გულის გადიდებას და გულის უკმარისობას.
თუ ამ დიაგნოზის მქონე პირს არ აწუხებს სიმპტომები, გულის რეგულარული მონიტორინგი სრულებით საკმარისია, თუმცა თუ ებშტეინის ანომალიის გამო ვლინდება გარკვეული დისკომფორტი, საჭიროა მედიკამენტური თერაპია და ქირურგიული ჩარევა.
ებშტეინის ანომალიის სიმპტომებია:
- სუნთქვის უკმარისობა;
- დაღლილობა;
- არითმია;
- ტუჩებისა და კანის მოლურჯო შეფერილობა.
ებშტეინის ანომალია გულის თანდაყოლილი დაავადებაა და სამწუხაროდ, მისი ჩამოყალიბების ზუსტი გამომწვევი მიზეზი უცნობია.
ებშტეინის ანომალიის მსგავსად გულის სხვა თანდაყოლილი დაავადებებიც ჩვილის ორგანიზმში მაშინ ყალიბდება, როდესაც ის ჯერ კიდევ დედის საშვილოსნოშია (როდესაც ნაყოფის გული ვითარდება).
მეან-გინეკოლოგებმა არ იციან თუ რა რისკ-ფაქტორებია დაკავშირებული აღნიშნულ პათოლოგიასთან. მედიკოსების აზრით, დაავადებას იწვევს როგორც გენეტიკური, ისე გარემო ფაქტორები.
მსუბუქი მიმდინარეობის დროს სერიოზული გართულებების რისკი დაბალია, თუმცა შესაძლო გართულებული კლინიკური შემთხვევების მაგალითებია: გულის უკმარისობა, ინსულტი, გულის უეცარი გაჩერება.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/ebsteins-anomaly/symptoms-
causes/syc-20352127