რა სიმპტომებით ვლინდება დეპრესია მოზარდებში?
თინეიჯერთა ასაკის დეპრესია სერიოზული მენტალური პრობლემაა, რომელიც არაერთი სიმპტომით ვლინდება.
დეპრესია გავლენას ახდენს მოზარდის ფიქრზე, გრძნობასა და ქცევაზე - ვლინდება როგორც ემოციური, ისე ფიზიკური პრობლემები.
თანატოლებთან ურთიერთობა, აკადემიური მოსწრება, სხეულის ფორმის ცვლილება ხშირად იწვევს სტრესს თინეიჯერში. თუმცა ზოგჯერ ეს მხოლოდ დროებითი არ არის, ანუ ყალიბდება დეპრესიის სიმპტომები.
ემოციური ცვლილებების სიმპტომებია:
- მოწყენილობა, სევდიანობა;
- სიბრაზე;
- უიმედობა, სიცარიელის განცდა;
- გაღიზიანება;
- თინეიჯერი ინტერესს კარგავს საყვარელი საქმიანობის მიმართ;
- კონფლიქტი ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან;
- დაბალი თვითშეფასება;
- დანაშაულის შეგრძნება;
- ზედმეტი სენსიტიურობა;
- მოზარდს უჭირს კონცენტრირება, გადაწყვეტილების მიღება, ახალი ინფორმაციის დამახსოვრება.
ქცევასთან დაკავშირებული ცვლილებების სიმპტომებია:
- დაღლილობა, მოზარდს არ აქვს ენერგია;
- უძილობა ან ძილთან დაკავშირებული პრობლემები;
- მადის ცვლილება;
- მოუსვენრობა;
- შენელებული ფიქრი, საუბარი, მოძრაობა;
- უჩივის ქავილს, თავის ტკივილს;
- სოციალური იზოლაცია;
- მოზარდი სკოლაში ცუდად სწავლობს;
- თინეიჯერი არ აქცევს ყურადღებას პირად ჰიგიენას;
- რისკის შემცველი ქცევა.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/teen-depression/symptoms-
causes/syc-20350985