თავის ტვინის ანევრიზმა - დიაგნოსტირებისა და  მკურნალობის მეთოდები

თავის ტვინის ანევრიზმა - დიაგნოსტირებისა და მკურნალობის მეთოდები

სისხლძარღვის ამობურცვას/ამოზნექას ანევრიზმა ეწოდება.

სავსებით მოსალოდნელია ანევრიზმა გასკდეს და ტვინში სისხლდენა, სამედიცინო ენაზე ჰემორაგიული ინსულტი განვითარდეს.

კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში ანევრიზმა სკდება ტვინსა და ტვინის ამომფენ თხელ ქსოვილს შორის მდებარე სივრცეში.

გამსკდარი ანევრიზმა სიცოცხლისთვის საშიში პათოლოგიაა და სასწრაფო სამედიცინო ჩარევაა აუცილებელი, ყოველი წუთი გადამწყვეტია.

ზოგჯერ თავის ტვინის ანევრიზმა არ სკდება, თუმცა მის გამო ვლინდება ჯანმრთელობის პრობლემები, გარკვეული სიმპტომები. როგორც წესი, კლინიკურ შემთხვევათა ძალიან დიდ პროცენტში, ამ ტიპის ანევრიზმის დიაგნოსტირება ხდება სრულიად შემთხვევით, სხვა მიზეზით ჩატარებული კვლევის დროს.

დიაგნოსტირების მეთოდებია:

  •  კომპიუტერული ტომოგრაფია;
  •  ცერებროსპინალური სითხის ანალიზი;
  •  მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია;
  •  ცერებრალური ანგიოგრამა.

მკურნალობა შეიძლება მოიცავდეს როგორც ქირურგიულ, ისე მედიკამენტურ თერაპიას.

ტვინის გამსკდარი ანევრიზმის მკურნალობის ყველაზე გავრცელებული მეთოდებია:

  •  ქირურგიული კლიპირება;
  •  ენდოვასკულური ჩარევა.

წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/brain-aneurysm/diagnosis-
treatment/drc-20361595