რა არის საყლაპავის სპაზმი?
საყლაპავის სპაზმი არის კუნთის მტკივნეული შეკუმშვა.
სპაზმი შეიგრძნობა როგორც მოულოდნელი, უეცარი ტკივილი გულმკერდის არეში - დისკომფორტი გრძელდება რამდენიმე წუთიდან საათის განმავლობაში. ზოგიერთ ადამიანს შეიძლება ისიც კი ეგონოს გული მტკივაო.
როგორც წესი, საყლაპავის სპაზმი იშვიათად ვლინდება და სპეციფიკურ მკურნალობას არ საჭიროებს. თუმცა ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში კუნთი იმდენად ხშირად იკუმშება, რომ საკვები და სასმელი საყლაპავში სათანადოდ ვერ მოძრაობს, შესაბამისად, ადამიანს დისკომფორტი ექმნება; მკურნალობის კურსი სწორედ ასეთი შემთხვევების დროს ინიშნება.
საყლაპავის სპაზმის სიმპტომებია:
- მოჭერითი ხასიათის ტკივილი გულმკერდის არეში;
- ყლაპვის გაძნელება;
- შეგრძნება თითქოს ყელში რაღაც გაქვთ გაჩხერილი;
- საკვები და სითხე უკან, საყლაპავში ბრუნდება.
როდის მივმართოთ ექიმს?
საყლაპავის სპაზმთან დაკავშირებული მოჭერითი სახის ტკივილი, რომელიც გულმკერდის არეში ვლინდება, სავსებით შესაძლებელია გულის შეტევა იყოს.
შესაბამისად, დაუშვებელია თვითნებურად დიაგნოსტირება - ნებისმიერ შემთხვევაში თუ შენიშნავთ გულის ტკივილს გამოიძახეთ გადაუდებელი სასწრაფო დახმარება, რადგან სწორედ ექიმს შეუძლია დაადგინოს ეს დისკომფორტი სპაზმითაა გამოწვეული თუ გულის პრობლემით.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/esophageal-spasms/symptoms-
causes/syc-20372250