რა არის დერმატომიოზიტი?
დერმატომიოზიტი არის იშვიათი ანთებითი დაავადება, რომელიც იწვევს კუნთის სისუსტესა და სპეციფიკურ გამონაყარს.
დაავადება შესაძლოა ჩამოყალიბდეს როგორც ზრდასრულის, ისე ბავშვის ორგანიზმში. ზრდასრულებში ჩნდება 40-დან 60 წლის ასაკის პაციენტებში, ხოლო პატარები, ძირითადად, ავადობენ 5-დან 15 წლამდე ასაკის პერიოდში.
დიაგნოზი უფრო ხშირია ქალებში.
დერმატომიოზიტი არ იკურნება, თუმცა გარკვეული მეთოდებით გამონაყარის შემცირება (კანის სტრუქტურის მოწესრიგება) და კუნთის ფუნქციის გაუმჯობესება/გამკვრივება შესაძლებელია.
გამომწვევი მიზეზი
დერმატომიოზიტის გამომწვევი მიზეზი უცნობია, თუმცა დაავადებას ბევრი საერთო აქვს ავტოიმუნურ პათოლოგიებთან, ანუ პროცესთან, როდესაც იმუნური სისტემა შეცდომით თავს ესხმის ორგანიზმის ქსოვილებს.
გარკვეულ როლს თამაშობს გენეტიკური და გარემო ფაქტორები. საყურადღებოა ვირუსული ინფექციები, მზის ზეგავლენა კანზე, თამბაქოს მოხმარება და ზოგიერთი მედიკამენტი.
აღნიშნული ანთებითი დაავადების შესაძლო გართულებაა:
- ყლაპვის გაძნელება;
- სპირაციული პნევმონია;
- სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემები;
- კალციუმის დეპოზიტები კუნთში, კანსა და შემაერთებელ ქსოვილებში.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/dermatomyositis/symptoms-causes/syc-
20353188