შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ზოგჯერ, ვარჯიშზე დროებით უარის თქმა სასარგებლოც არის.
როდესაც ადამიანი სწრაფად, ორგანიზმის მოუმზადებლად ცდილობს არააქტიური ცხოვრების წესიდან აქტიურ რიტმზე გადავიდეს ვერც კი აცნობიერებს რისკს. სწორედ ამიტომ არის აუცილებელი ვარჯიშის პროგრამა, კვების რაციონი თუ დატვირთვის ინტენსივობა პროფესიონალმა (ფიტნესინსტრუქტორი, ცეკვის მასწავლებელი, სპორტული აქტივობების სპეციალისტი და სხვა) შეგირჩიოთ.
თუ რიგი მიზეზების გამო მაინც დამოუკიდებლად გადაწყვეტთ ვარჯიშს გაითვალისწინეთ ოქროს წესი - პირველივე კვირას ნუ გადატვირთავთ სხეულს, ვარჯიშის წინ გაახურეთ კუნთები და დასრულებისას მოადუნეთ/გაიგრილეთ, პირველივე დისკომფორტისას დროებით შეწყვიტეთ აქტივობა.
სამწუხაროდ, ბევრ ჩვენგანს გვსურს სასურველი ფორმა მივიღოთ სწრაფად და მცირე დროში, რაც ხშირად იწვევს უარყოფით შედეგს და აჭარბებს ლიმიტს.
ზედმეტი ვარჯიშით დაზარალდება ნებისმიერი ადამიანი და ეს მხოლოდ ათლეტების პრობლემა როდია. მედიკოსები ამ მდგომარეობას ორგანიზმის ზედმეტ გადაძაბვას უწოდებენ და აღნიშნავენ, რომ მსგავს შემთხვევებში არაერთი გართულების რისკია მოსალოდნელი.
ორგანიზმის ზედმეტად დატვირთვის სიმპტომებია:
- ძლიერი დაღლილობა;
- ენერგიის დაკარგვა;
- ქრონიკული გაციება, ინფექციებითა და სხვა დაავადებებით ხშირი ავადობა;
- უძილობა;
- წონის მატება;
- სასიცოცხლო ძალის დაქვეითება;
- ციკლის შეწყვეტა.
წყარო:
https://health.clevelandclinic.org/7-signs-that-exercise-is-actually-hurting-your-health