ათეროსკლეროზი

ათეროსკლეროზი

რა არის ათეროსკლეროზი?

ათეროსკლეროზის დროს არტერია ფოლაქებით (ცხიმი, ქოლესტეროლი და სხვა მავნე ნივთიერებები) იხშობა. ფოლაქის გამო სისხლის მიდინების, მიმოქცევის ბუნებრივი, ფიზიოლოგიური პროცესი მნიშვნელოვნად ირღვევა.

ხშირად პათოლოგიური პროცესი სრულიად უსიმპტომოდ მიმდინარეობს და პაციენტი არტერიის პრობლემის შესახებ მხოლოდ ურგენტული შემთხვევების, კერძოდ, ინფარქტისა თუ ინსულტის დროს იგებს.

თუმცა სიმპტომების გამოვლენის შანსი არის მაშინ, როდესაც არტერიის 70%-ზე მეტი დაბლოკილია. სიმპტომები განსხვავებულია და დამოკიდებულია იმაზე თუ რომელ უბანშია ათეროსკლეროზული ფოლაქები წარმოქმნილი.

შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგი ნიშნები:

  • ტკივილი ან დისკომფორტი გულმკერდის არეში;
  • თავბრუსხვევა ან გულის წასვლის შეგრძნება;
  • აჩქარებული გულისცემა;
  • ჭამის შემდეგ ტკივილი ან სპაზმური შეტევა მუცლის არეში;
  • შებერილობა, გულისრევა და ღებინება;
  • დიარეა;
  • კუნთის ტკივილი;
  • მოსვენებულ მდგომარეობაში წვისა თუ ტკივილის შეგრძნება ფეხებში;
  • კანის ფერის ცვლილება;
  • ფეხის კანი ცივია;
  • შეშუპება;
  • დაღლილობა ან მოთენთილობა;
  • თავის ტკივილი;
  • უმიზეზო წონის კლება;
  • სახის ერთი მხრის ჩამოწევა/ჩამოკიდება;
  • სხეულის ერთ არეში კუნთის სისუსტე, მგრძნობელობის დაქვეითება;
  • ძლიერი თავის ტკივილი;
  • ბუნდოვანი მეტყველება ან პაციენტს უჭირს სიტყვების ფორმირება;
  • მხედველობის დაკარგვა ერთ თვალში.

მედიკოსების აზრით, ათეროსკლეროზის გამომწვევი მიზეზებია:

  • მაღალი ქოლესტერინი, ქოლესტეროლი და ტრიგლიცერიდები;
  • თამბაქოს პროდუქცია;
  • მაღალი არტერიული წნევა;
  • დიაბეტი.

 

წყარო:

https://my.clevelandclinic.org/health/diseases/16753-atherosclerosis-arterial-disease