ბრუგადას სინდრომი - არითმიის სიცოცხლისთვის საშიში  მდგომარეობა

ბრუგადას სინდრომი - არითმიის სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა

რა არის ბრუგადას სინდრომი?

ბრუგადას სინდრომი არის იშვიათი, თუმცა სიცოცხლისთვის პოტენციურად საშიში არითმიის მდგომარეობა, რომელიც ზოგჯერ მემკვიდრეობითია.

ბრუგადას სინდრომით დაავადებული პირები დგანან გულის პარკუჭების რითმის დარღვევის რისკის წინაშე.

სინდრომის მკურნალობის კურსის მიზანი საპრევენციო მეთოდების (მაგალითად, სიცხის შემცირება, არითმიის გამომწვევი მედიკამენტების მიღებისგან თავის შეკავება და სხვა) გატარებაა. ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში მოწოდებულია გულის ელექტრონული დეფიბრილატორით სარგებლობა.

ხშირად სინდრომი სრულიად უსიმპტომოდ მიმდინარეობს და პაციენტმა არც კი იცის ეს დიაგნოზი რომ აქვს.

ბრუგადას სინდრომისთვის დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები:

  •  თავბრუსხვევა;
  •  გულის წასვლის შეგრძნება;
  •  მძიმედ სუნთქვა, სუნთქვის გაძნელება (ძირითადად, ღამით);
  •  არარეგულარული გულისცემა;
  •  ძალიან სწრაფი და ქაოტური გულისცემა;
  •  შეტევა.

გამომწვევი მიზეზი

ბრუგადას სინდრომი გულის რითმის დარღვევაა.

სინდრომის დროს, პათოლოგიური პროცესის ფონზე, გულისცემა ზედმეტად სწრაფია და შესაძლოა პარკუჭოვანი ფიბრილაცია ჩამოყალიბდეს. შედეგად, გული ვეღარ აწვდის დანარჩენ ორგანოებს საკმარისი რაოდენობის სისხლს.

არარეგულარულმა რითმმა შესაძლოა პაციენტი გონების დაკარგვამდე მიიყვანოს.

სამწუხაროდ, შესაძლოა დაფიქსირდეს გულის უეცარი სიკვდილი თუ არარეგულარული გულისცემა არ შეჩერდება, ანუ სიმპტომი არ ალაგდება.

პრევენცია

თუ თქვენი ოჯახის წევრს უკვე დაუდგინდა ბრუგადას სინდრომი, რეკომენდებულია ჩაიტაროთ გენეტიკური ანალიზი - სწორედ ამ კვლევით დადგინდება იმყოფებით თუ არა პათოლოგიის რისკის წინაშე, ხართ თუ არა გენის მატარებელი.

წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/brugada-syndrome/symptoms-
causes/syc-20370489