ბოქვენის ტილი - მწერი სასქესო ორგანოში

ბოქვენის ტილი - მწერი სასქესო ორგანოში

რას ნიშნავს ბოქვენის ტილი?

ბოქვენის ტილი არის მცირე ზომის მწერი, რომელიც ბინადრობს გენიტალიების არეში.

ბოქვენის ტილი განსხვავდება თავისა და ტანის ტილისგან.

გადადების ყველაზე ხშირი გზა სქესობრივი კონტაქტია. ბავშვებში ზოგჯერ წარბებსა და წამწამებში გვხვდება და ეს შესაძლოა სექსუალური ძალადობის ნიშანიც იყოს. თუმცა სავსებით შესაძლებელია ადამიანს ბოქვენის ტილი
აღმოაჩნდეს იმიტომ, რომ ინფიცირებულის ტანსაცმელი, ზეწარი ან პირსახოცი გამოიყენა.

ტილი თქვენი სისხლით იკვებება, შესაბამისად, არ არის გამორიცხული კბენის ფონზე მწვავე ქავილმა შეგაწუხოთ.

მკურნალობისთვის გამოიყენება შესაბამისი კრემები, ლოსიონები, რომელიც კლავს როგორც პარაზიტს, ისე კვერცხებს.

სიმპტომები

ბოქვენის ტილის პირველი სიმპტომი ძლიერი ქავილის შეგრძნებაა სასქესო ორგანოს არეში.
ბოქვენის ტილი შესაძლოა გადაადგილდეს სხეულის სხვა თმიან არეში, მაგალითად:

  •  ფეხზე;
  •  გულმკერდზე;
  •  იღლიაში;
  •  წვერზე;
  •  წარბსა და წამწამზე (ძირითადად, ბავშვებში).

პრევენცია

ბოქვენის ტილისგან თავის არიდების ყველაზე ეფექტური მეთოდია მოერიდოთ ინფიცირებულ პირთან ინტიმურ კავშირს და არ ისარგებლოთ მისი პირადი ნივთებით.

გაითვალისწინეთ, დიაგნოზზე უნდა იცოდეს იმ პირმაც, ვისთანაც სექსი გქონდათ, რადგან ბოქვენის ტილზე უნდა იმკურნალოს ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფმა ყველა პარტნიორმა.

წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/pubic-lice-crabs/symptoms-
causes/syc-20350300