ენდოკარდიტი - რა მიზეზით ყალიბდება გულის შიდა  ამომფენი გარსის ინფექცია?

ენდოკარდიტი - რა მიზეზით ყალიბდება გულის შიდა ამომფენი გარსის ინფექცია?

რა უნდა იცოდეთ გამომწვევი მიზეზების შესახებ?

ენდოკარდიტი გულის შიდა ამომფენი გარსის (სამედიცინო ენაზე ენდოკარდიუმი) ინფექციაა.

გამომწვევი მიზეზი

ენდოკარდიტი ვითარდება მაშინ, როდესაც ინფექციის წყარო (მიკრობი, როგორც
წესი, ბაქტერია) გადადის სისხლის მიმოქცევის სისტემაში, აღწევს გულისკენ,
ეკვრის გულის სარქველს ან აზიანებს გულის ქსოვილს.

ენდოკარდიტი შესაძლოა ჩამოყალიბდეს სოკოს ან სხვა მიკროორგანიზმის გამოც.

მოგეხსენებათ, ჩვეულებრივ, იმუნური სისტემა სპობს, ანადგურებს სისხლის მიმოქცევის სისტემაში მოხვედრილ მავნებელ ბაქტერიას. თუმცა გარკვეული გარემოების დროს, ზოგჯერ, ენდოკარდიტი შესაძლოა ჩამოყალიბდეს პირის ღრუში, ყელში ან სხეულის სხვა ნაწილში მდებარე ბაქტერიის გამოც.

ენდოკარდიტის გამომწვევი ბაქტერია და სხვა მიკრობი სისხლის მიმოქცევის სისტემაში შესაძლოა გავრცელდეს შემდეგი გზით:

  •  კათეტერები და ნემსები;
  •  კბილის არასათანადო მოვლა.

წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/endocarditis/symptoms-
causes/syc-20352576