ჩუტყვავილა - ვინ იმყოფება რისკ-ჯგუფში?

ჩუტყვავილა - ვინ იმყოფება რისკ-ჯგუფში?

ჩუტყვავილა ვირუსული, გადამდები ინფექციაა, რომლის გამოც ადამიანს აქვს გამონაყარი, უჩივის ქავილს.

ძირითადად, მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს, თუმცა შეიძლება გამწვავდეს და გარკვეული გართულებები გამოიწვიოს, მაგალითად:

  •  კანის, რბილი ქსოვილების, ძვლის, სახსრის ბაქტერიული ინფექცია;
  •  დეჰიდრატაცია;
  •  პნევმონია;
  •  ტოქსიკური შოკის სინდრომი;
  •  ტვინის ანთება და სხვა.

ჩუტყვავილას რისკ-ჯგუფში იმყოფებიან შემდეგი პირები:

  •  ის ახალშობილი, ჩვილი, რომლის დედასაც არასდროს გადაუტანია ჩუტყვავილა ან არ ჩასტარებია ვაქცინაცია;
  •  მოზარდები და ხანდაზმულები;
  •  ორსულები, რომლებსაც არ ჰქონიათ ჩუტყვავილას ინფექცია;
  •  თამბაქოს მომხმარებლები;
  •  სუსტი იმუნური სისტემის მქონე პირები;
  •  ადამიანები, რომლებიც სხვა დაავადების, მაგალითად, ასთმის გამო იმყოფებიან მედიკამენტურ თერაპიაზე.

წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/chickenpox/symptoms-
causes/syc-20351282