რა ტიპის გართულებებს იწვევს ხერხემლის გამრუდება,  კუზი?

რა ტიპის გართულებებს იწვევს ხერხემლის გამრუდება, კუზი?

კიფოზი არის ზურგის სიმრუდე, ძლიერი მოხრილობა.

მეტისმეტად მკვეთრი კიფოზი კუზს ქმნის - დაავადების დროს გამრუდებულია ხერხემლის ზედა მიდამო. პათოლოგიის აქტიური პროგრესირების დროს ადამიანის სილუეტი კითხვის ნიშნის ფორმას იღებს.

კიფოზი შესაძლოა ჩამოყალიბდეს ნებისმიერ ასაკში, თუმცა დიაგნოზი განსაკუთრებით ხშირია ხანდაზმულებში.

გართულებული კლინიკური შემთხვევები

მსუბუქი ფორმით მიმდინარეობის დროს არ ჩნდება სერიოზული პრობლემები, თუმცა მწვავე ტიპის შემთხვევაში პაციენტი უჩივის ტკივილს, მოხრილობის გამო დისკომფორტს.

ზურგის ტკივილთან ერთად კიფოზის გამო შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგი გართულება:

  • სუნთქვის პრობლემები;
  •  ქვეითდება ფიზიკური ფუნქციები (ადამიანს უჭირს სიარული, სკამიდან ფეხზე ადგომა, აწუხებს ტკივილი წოლის დროსაც კი);
  •  საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები;
  •  ზოგიერთ ადამიანს ეუხერხულება საკუთარი გარეგნობის გამო და ერიდება საზოგადოებაში გამოჩენას.

წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/kyphosis/symptoms-causes/syc-
20374205