ოსტეოართრიტი ართრიტის ყველაზე გავრცელებული ფორმაა.
ოსტეოართრიტი ძალიან ხშირი დიაგნოზია - ამ პათოლოგიით მსოფლიოში მილიონობით პაციენტი ავადობს.
დროთა განმავლობაში ძვლებს შორის მდებარე დამცავი ხრტილი ცვდება და ოსტეოართრიტი ამ პროცესის ფონზე ყალიბდება. ზიანდება ნებისმიერი სახსარი, თუმცა ყველაზე ხშირად ჩნდება ხელის, მუხლის, ბარძაყის, ხერხემლის სახსარში.
პათოლოგიის გამო დაზიანებული სახსრის სრული აღდგენა შეუძლებელია, თუმცა ართრიტის ამ ფორმისთვის დამახასიათებელი სიმპტომების მართვა შესაძლებელია.
რასაკვირველია, უნდა დაიცვათ მკურნალი ექიმის მიერ დანიშნული მკურნალობის კურსი! ასევე რეკომენდებულია:
- სახსრის გარშემო მდებარე კუნთების გამკვრივებისა და ზოგადი ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა დაბალი ინტენსივობის, მსუბუქი ვარჯიშები (სეირნობა, ველოსიპედით სეირნობა, წყლის აერობიკა). ვარჯიში შეწყვიტეთ თუ იგრძენით ფიზიკური აქტივობის გამო გამოვლენილი ახალი სახსრის ტკივილი. გახსოვდეთ, ვარჯიშის შემდეგ გამოხატული ტკივილი, რომელიც გრძელდება 4 საათზე მეტხანს, ნიშნავს ზედმეტ გადატვირთვას, ანუ სახსარი არ დაგიზიანებიათ უბრალოდ რეკომენდებულზე მეტი ივარჯიშეთ - ერთი დღე დაისვენეთ და მეორე დღეს მცირე დატვირთვით, მსუბუქად გააგრძელეთ ვარჯიში;
- სახსრისთვის დამატებითი სტრესია ჭარბი წონა, შესაბამისად, ზედმეტი კილოგრამები უნდა დაიკლოთ. პაციენტები უმნიშვნელო წონის კლების დროსაც კი გრძნობენ შვებას;
- სტრესის შემსუბუქებაში იოგაც დაგეხმარებათ. იოგა ასევე ამცირებს ოსტეოართრიტის ტკივილს და აუმჯობესებს პაციენტის გადაადგილების, მოძრაობის უნარს;
- კუნთის სპაზმს და ტკივილს ამსუბუქებს ცივი ქსოვილი;
- საჭიროების შემთხვევაში დაიხმარეთ ხელჯოხი და სხვა სამედიცინო მოწყობილობები.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/osteoarthritis/diagnosis-treatment/drc-
20351930