ბიპოლარული აშლილობა მენტალური დარღვევაა.
დაავადება წლების წინ ცნობილი იყო მანიაკალური დეპრესიის სახელწოდებით.
პათოლოგია იწვევს განწყობის ექსტრემალურ ცვლილებას (მანია ან ჰიპომანია და დეპრესია).
იგი წარმოადგენს ქრონიკულ დარღვევას, ანუ პაციენტს ბიპოლარული აშლილობა მთელი სიცოცხლის განმავლობაში აქვს; აღსანიშნავია, რომ განწყობისა და სხვა სიმპტომების მართვა შესაძლებელია.
დაავადება შესაძლოა გაჩნდეს ნებისმიერ ასაკში, თუმცა დიაგნოზი ხშირია თინეიჯერებში ან 20 წელს გადაცილებულ ახალგაზრდებში.
დიაგნოსტირებისთვის მოწოდებულია:
- ფიზიკური გამოკვლევა (სიმპტომების ნებისმიერი შესაძლო გამომწვევი მიზეზის დადგენის მიზნით, ინიშნება ფიზიკური გამოკვლევა და ლაბორატორიული ანალიზები);
- ფსიქიატრის შეფასება. ექიმი პაციენტს გაესაუბრება და გაარკვევს თუ რას გრძნობს და ფიქრობს, როგორია მისი ქცევა. პაციენტი ავსებს შესაბამის კითხვარსაც;
- შესაძლოა ექიმმა დაგავალოთ ერთგვარი დღიურის წარმოება, სადაც ჩანიშნავთ თუ როგორ განწყობაზე ხართ, რამდენად მშვიდად გძინავთ და სხვა მნიშვნელოვან დეტალებს;
- ექიმი სიმპტომებს შეადარებს ბიპოლარული აშლილობის კრიტერიუმს. კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში მკურნალობის კურსი მოიცავს მედიკამენტებსა და ფსიქოთერაპიას. მკურნალობის ძირითადი მიზანი სიმპტომების მართვა, პაციენტის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაა. მწვავე კლინიკური შემთხვევების დროს შესაძლოა საჭირო გახდეს პაციენტის ჰოსპიტალიზირება.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/bipolar-disorder/diagnosis-
treatment/drc-20355961