როგორ დავეხმაროთ პარკინსონის დაავადების მქონე  პაციენტს?

როგორ დავეხმაროთ პარკინსონის დაავადების მქონე პაციენტს?

პარკინსონის დაავადება ნერვული სისტემის პროგრესირებადი დარღვევაა.

პათოლოგიური მდგომარეობის გამო მნიშვნელოვნად ქვეითდება პაციენტის ცხოვრების წესი, ირღვევა მოძრაობის, გადაადგილების უნარი.

დაავადების ყველაზე გავრცელებული ნიშანია კანკალი.

პათოლოგიის პროგრესირებასთან ერთად ჩნდება სხვა ნიშნები, მაგალითად, მეტყველებასთან დაკავშირებული პრობლემები, გაშეშება, შენელებული მოძრაობა და სხვა. სამწუხაროდ, დაავადების ადრეულ სტადიაზე სიმპტომები იმდენად მსუბუქი ფორმისაა, დიაგნოზის რისკის არსებობა გარშემომყოფებისთვის შეუმჩნეველიც კი რჩება.

სასარგებლო რჩევა

თანამედროვე მედიცინისთვის პარკინსონის დაავადების სრული განკურნების მეთოდი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა შესაბამისი მედიკამენტებით სიმპტომების მართვა და მდგომარეობის გაუმჯობესება შესაძლებელია.

რასაკვირველია, ქრონიკული დაავადების ფონზე ცხოვრება გარკვეულ სირთულეებთანაა დაკავშირებული და სრულიად მოსალოდნელია პაციენტს

გაუჩნდეს დეპრესია, ჰქონდეს სიბრაზის ეპიზოდები, მოიწყინოს; ჩვეული ცხოვრების წესის დაცვა განსაკუთრებით რთული ხდება პარკინსონის დროს, რადგან რიგი სიმპტომების გამო ზოგიერთ პაციენტს სახლში დამოუკიდებლად კვებაც კი უჭირს.

გაითვალისწინეთ, დეპრესია ხშირია ამ დაავადების მქონე პირებში, შესაბამისად, თუ შენიშნეთ ფსიქოლოგიური დარღვევისთვის დამახასიათებელი ნიშნები დროულად მიმართეთ ფსიქოლოგს.

პარკინსონის დაავადების მქონე პირს ძალიან ეხმარება ოჯახის წევრებისა და მეგობრების მხარდაჭერა, ყურადღება. თუ თქვენს ახლობელს პარკინსონის დაავადების დიაგნოზი აქვს უნდა გაითვალისწინოთ ყველა ის მითითება, რომელსაც მკურნალი ექიმი შეიმუშავებს.

რეკომენდებულია:

  •  ჯანსაღი კვების რაციონი. ხშირად მიირთვით ბოჭკოთი მდიდარი პროდუქტები, დალიეთ ადეკვატური დოზით წყალი, სითხე. ძალიან სასარგებლოა ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავის შემცველი საკვები;
  •  ფიზიკური აქტივობა. ვარჯიში გაგიმკვრივებთ კუნთს, დაგეხმარებათ წონასწორობის დაცვაში. სასურველია ვარჯიშის ფორმა და ინტენსივობის დონე შეადგინოს ფიზიოთერაპევტმა, მაგალითად, ფიზიკური აქტივობის პროგრამა შესაძლოა მოიცავდეს სეირნობას, ცურვას, მებაღეობას, ცეკვას, წყლის აერობიკას და სხვა;
  •  დაავადების გვიან სტადიაზე მნიშვნელოვნად იზრდება დაცემის/წაქცევის რისკი. უმნიშვნელო მოძრაობის გამოც კი, შესაძლოა პაციენტმა წონასწორობა ვერ დაიცვას. იმისთვის რომ ეს რისკი მინიმუმამდე შემცირდეს გირჩევთ: მოერიდეთ ნაბიჯის უკან გადადგმას, სიარულისას არ დაიჭიროთ ხელში სხვა ნივთები, სხეულის წონა ორივე ფეხზე გადაანაწილეთ;
  •  ყოველდღიური აქტივობების (ჩაცმა, ჭამა, აბაზანის მიღება, წერა და სხვა) შესრულება ამ დიაგნოზის მქონე პირს შესაძლოა გაუჭირდეს და მკურნალი ექიმი გასწავლით თუ რა გზით შეძლებთ პაციენტის ცხოვრების წესის გაუმჯობესებას.

წყარო:

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/parkinsons-disease/diagnosis-
treatment/drc-20376062