ქოლეცისტიტის პრევენციის მეთოდები

ქოლეცისტიტის პრევენციის მეთოდები

როგორ ავირიდოთ თავიდან ქოლეცისტიტი?

ქოლეცისტიტი ნაღვლის ბუშტის ანთებაა - პათოლოგიური პროცესის ჩამოყალიბების მთავარი რისკ-ფაქტორი ნაღვლის ბუშტის კენჭებია.

გარკვეული მეთოდების გათვალისწინების შემთხვევაში მნიშვნელოვნად მცირდება ნაღვლის ბუშტის ანთების განვითარების რისკი.

გირჩევთ:
• ნელა, დროთა განმავლობაში დაიკელით ზედმეტი წონა. გახსოვდეთ, თუ სწრაფად დაიკლებთ ჭარბ წონას დიდი რისკი გაქვთ კენჭები გაგიჩნდეთ;
• შეძლებისდაგვარად შეინარჩუნეთ ნორმალური, ჯანსაღი წონა. ნაღვლის ბუშტის კენჭები ხშირად ჩნდება იმ ადამიანების ორგანიზმში, რომელთაც ჭარბი წონა აქვთ. წონის შესანარჩუნებლად აუცილებელია ფიზიკური აქტივობა და კალორიების შემცირება. ხშირად მიირთვით ხილი, ბოსტნეული, ბოჭკოთი მდიდარი პროდუქტები, მთლიანი მარცვლეული, მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.

წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/cholecystitis/symptoms-
causes/syc-20364867