დიაგნოსტირებისა და მკურნალობის მეთოდები.
ნაწლავების იშემია სერიოზული მდგომარეობაა - პათოლოგიური პროცესი შესაძლოა ჩამოყალიბდეს როგორც წვრილ, ისე მსხვილ ნაწლავში ან ორივე ორგანოში.
ეს დიაგნოზი ნიშნავს იმას, რომ ნაწლავების სისხლძარღვები შევიწროებული ან დახშულია, შესაბამისად, დაქვეითებული/შემცირებულია სისხლის მიმოქცევის ნორმალური პროცესი.
მწვავე კლინიკურ შემთხვევებში, სისხლის მიმოქცევის შეწყვეტის ფონზე, შესაძლოა მნიშვნელოვნად დაზიანდეს ნაწლავის ქსოვილი - დაზიანების ფონზე იზრდება გართულებების რისკი და სავსებით მოსალოდნელია ფატალურადაც კი დასრულდეს.
დიაგნოსტირება
თუ ექიმი ეჭვს მიიტანს ნაწლავების იშემიაზე, სიმპტომებსა და ნიშნებზე დაყრდნობით, შესაძლოა საჭირო გახდეს არაერთი ლაბორატორიული თუ ინსტრუმენტული გამოკვლევა.
დიაგნოსტირებისთვის განკუთვნილია:
- სისხლის ანალიზი;
- რენტგენი, ულტრაბგერა, კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგნიტურ- რეზონანსული ტომოგრაფია;
- კოლონოსკოპია;
- არტერიებში სისხლის მიმოქცევის ხარისხის შემოწმება;
- ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში ქირურგიული ჩარევა (ქირურგს გამოსაკვლევად ამოაქვს დაზიანებული ქსოვილი).
მკურნალობა
ნაწლავების იშემიის მკურნალობის ძირითადი მიზანია საჭმლის მომნელებელ სისტემაში აღდგეს სისხლის მიმოქცევის ნორმალური პროცესი.
მკურნალობის მეთოდი დამოკიდებულია პაციენტის ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობაზე, დაავადების გამომწვევ მიზეზსა და სიმძიმეზე.
ინფექციის პრევენციისა თუ განკურნების მიზნით, ექიმმა შესაძლოა დანიშნოს ანტიბიოტიკებით მკურნალობის კურსი.
თუ მსხვილი ნაწლავი დაზიანებულია, აუცილებელია ქირურგიული ჩარევა მკვდარი ქსოვილის ამოკვეთის მიზნით.
შესაძლოა საჭირო იყოს ოპერაცია, მაგალითად, სისხლის შენადედის მოცილება, ნაწლავის დაზიანებული სეგმენტის ამოკვეთა და სხვა.
ანგიოპლასტიკური პროცედურით მოწოდებულია შევიწროებული არტერიების გაფართოება; ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში ეფექტურია არტერიაში სტენტის ჩადგმა.
თუ სადიაგნოსტიკო კვლევების საფუძველზე დადგინდა რომ ნაწლავი დაზიანებული არაა, ინიშნება შედედების საწინააღმდეგო მედიკამენტებით მკურნალობის კურსი რამდენიმე თვის განმავლობაში.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/intestinal-ischemia/diagnosis-
treatment/drc-20373950