თავის სინუსური ტკივილი - გამომწვევი მიზეზი

თავის სინუსური ტკივილი - გამომწვევი მიზეზი

რა იწვევს თავის სინუსურ ტკივილს?

ეს არის ტკივილი, რომელიც ყალიბდება შაკიკის გამო, თუმცა პაციენტს აქვს შეგრძნება თითქოს სინუსებში ინფექცია (სინუსიტი) ჰქონდეს.

პათოლოგიური პროცესის დროს ადამიანი უჩივის წნევას, ზეწოლას თვალების, შუბლის, ლოყის არეში - ზოგჯერ ფიქსირდება ერთგვარი ფეთქვის, პულსაციის შეგრძნება თავის არეში.

გამომწვევი მიზეზი

როგორც წესი, თავის სინუსური ტკივილი დაკავშირებულია შაკიკთან ან თავის ტკივილის სხვა ფორმებთან.

ვინაიდან თავის სინუსური ტკივილი გამოიხატება ტკივილითა და წნევით სახისა და სინუსის არეში, პაციენტი უჩივის ცხვირის ღრუს სიმპტომებს.

გაითვალისწინეთ, კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში პროცესის გამომწვევი მიზეზი არ არის სინუსური ინფექცია და შესაბამისად, დაუშვებელია ანტიბიოტიკებით მკურნალობა.

რისკ-ფაქტორებია:

  •  ანამნეზში შაკიკით ან თავის ტკივილით ავადობა;
  •  შაკიკით ან თავის ტკივილით ავადობის ოჯახური ანამნეზი;
  •  თავის ტკივილთან დაკავშირებული ჰორმონული ცვლილებები.

წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/sinus-headaches/symptoms-
causes/syc-20377580